ცხადაძე: - "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ!"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალთან" დამარცხდა (1:2) და გალიდერების შანსი დაკარგა.

სტუმრები შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. "სამგურალი" 67-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ თბილისელებმა ანგარიშის შეცვლა მაინც ვერ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჩვენ კი საკუთარზეც ვერ ვისწავლეთ. მატჩის წინა დღეს ფეხბურთელებში ეიფორიას ვამჩნევდი...

ბევრი წუნი გვქონდა, განსაკუთრებით, შუა ხაზში, რის შედეგადაც, მეტოქის სწრაფი შეტევები მივიღეთ. ამაში "სამგურალი" ძალიან ძლიერია და როგორც კი საშუალება მიეცათ,
დასაწყისშივე გაგვიტანეს.

ყველანაირად ვეცადეთ, სიტუაცია შეგვეცვალა, ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია - გვიჭირს გავხსნათ ისეთი გუნდი, რომელიც დაცვაში ავტობუსს აყენებს. "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია. ცენტრფორვარდის გარდა, დღეს გუნდის გაძლიერების რესურსი არ გვქონდა. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავეთ, ძალიან გაგვიჭირდება და პრობლემები გვექნება".

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" თბილისურ დაპირისპირებამდე (7 ივლისი) ეროვნულ ლიგაში დინამოელები ორ რთულ და პრინციპულ შეხვედრას გამართავენ - ქუთაისის "ტორპედოს" ეწვევიან და ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებენ.


წყარო: ეროვნული ლიგა Unofficial


altთბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 18 /
მეცოდება ცხადაძე აფერისტ ფიფიას ხელში. ამ შემადგენლობით ვერავინ მიაღწევს შედეგს.
MT
24 ივნისი 2021 14:04
0
მორჩი ზღაპრებს, თუ კაცი ხარ. ისეთ სისტემაში ხარ, მანდ გუნდი არ გაკეთდება და ეგ შენც კარგად იცი. კაცნაკლულ სამგურალს სახლში რომ ვერ უგებ, მაგას ახსნა არა აქვს. დინამო ხარ ბოლო-ბოლო
: )))))))
24 ივნისი 2021 11:06
0
ფიფიას ხელში დინამო იქნება
ასეთი უსახური და წარუმატებელი, ნეფთჩისთან ახალი ფარერები გველოდება..
თემური
24 ივნისი 2021 17:32
0
გული მიგრძნობს ფარერებზე მეტ სირცხვილს ვჭამთ აზერებთან, მერე რაღას იტყვის ფიფია? ალბათ როგორც ყოველი ჩასვრილი ევროტურნირის შემდეგ ამბობს -ახალი გუნდი უნდა ავაშენოთ
aleksandre
24 ივნისი 2021 15:04
0
შენ რო არავინ გკითხავს მაგ ამბებს ხო იცი, როგორც რომჩიკა გადაწყვეტს.
gela
24 ივნისი 2021 11:31
0
ცხადაძე მეცოდება ფიფიას ხელში და მიკვირს როგორ გარისკა.. სტაბილურ გუნდში რომ წასულიყო უფრო ჯობდა.. ბათუმის დინამოს გაცილებით უკეთ აათამაშებდა. ფიფიას დარი აფერისტი არ არსებობს არავინ...
ზუზუ
24 ივნისი 2021 16:13
0
ძაან სუსტია დინამო შანსები შემდეგ ეტაპზე გასვლის 0 ტოლფასია
Skorpion07
24 ივნისი 2021 16:01
0
პროობლემა მწვრთნელში არ არის, ეს ხომ გაირკვა უკვე, ამ შემადგენლობის და ფორმაციის დინამოს მომავალი არ აქვს, ეს ხომ კარგა ხანია ჩანს, ფიფია არაფერს აკთებს გასაძლიერებლად. სამწუხაროა აზერებთან უშანსოდ რომ ვიქნბეით
1
24 ივნისი 2021 14:33
0
მართალია გუშინდელ თამაშს რომ ვუყურებდი მეც ეგ ვთქვი, აბუაშვილი კი არ უნდა გაგეშვათ მასზე აგეწყოთ ახალი გუნდი!!!!! კუცია არის კატასტროფა და მისი დონის ვინც გყავთ გუნდში, დინამოს დონისგან ძალიან შორია!
ლადო
24 ივნისი 2021 13:45
0
Saxeli mainc gadaarqvan dinamos smxdla bumberaz dinamos da mis shemadgenlobas chirqs rom scxeben.
Ucxo
24 ივნისი 2021 17:29
1

სიახლეები პოპულარული