ცხადაძე: - "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ!"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალთან" დამარცხდა (1:2) და გალიდერების შანსი დაკარგა.

სტუმრები შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. "სამგურალი" 67-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ თბილისელებმა ანგარიშის შეცვლა მაინც ვერ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჩვენ კი საკუთარზეც ვერ ვისწავლეთ. მატჩის წინა დღეს ფეხბურთელებში ეიფორიას ვამჩნევდი...

ბევრი წუნი გვქონდა, განსაკუთრებით, შუა ხაზში, რის შედეგადაც, მეტოქის სწრაფი შეტევები მივიღეთ. ამაში "სამგურალი" ძალიან ძლიერია და როგორც კი საშუალება მიეცათ,
დასაწყისშივე გაგვიტანეს.

ყველანაირად ვეცადეთ, სიტუაცია შეგვეცვალა, ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია - გვიჭირს გავხსნათ ისეთი გუნდი, რომელიც დაცვაში ავტობუსს აყენებს. "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია. ცენტრფორვარდის გარდა, დღეს გუნდის გაძლიერების რესურსი არ გვქონდა. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავეთ, ძალიან გაგვიჭირდება და პრობლემები გვექნება".

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" თბილისურ დაპირისპირებამდე (7 ივლისი) ეროვნულ ლიგაში დინამოელები ორ რთულ და პრინციპულ შეხვედრას გამართავენ - ქუთაისის "ტორპედოს" ეწვევიან და ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებენ.


წყარო: ეროვნული ლიგა Unofficial


altთბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 18 /
ორ კვირაზე ნაკლები რჩება თამაშამდე და ამ შემადგენლობით დინამოს 0% -ია აქვს შანსი. მე ვერ ვატყობ რომ დინამო ახალ ფეხბურთელებს იმატებს. ვინმე ამიხსნით აფერისტი ფიფიას საცოდავი გუნდი კიდევ რამდენი ხანი გვაქვს მოსჯილი?
დაT
00:47 26-06-2021
0
მოიყვანე არაბიძე მაინც ხეხავს სკანს ყველჰან და დინამოში აშკარად მიახწევს წარმატებებს დაიმატე კაი ფეGბურტელებბიი გაისროლე ფული ძIა გაისროლეე
dinamo ararsebobs
14:38 25-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული