ბათუმის "დინამო" "შუქურასთან" წაგებას გადაურჩა - თბილისის "დინამომ" იმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურის 4 მატჩი გაიმართა.

"დილამ" სტუმრად აუტსაიდერ "სამტრედიას" 2:1 სძლია და 32 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - დილა 1:2
გოლები: 0:1კაპანაძე (50), 0:2 კამარა (53, პენ), 1:2 ლომთაძე (84)

"თელავმა" საგურამოში "ლოკომოტივი" 3:2 დაამარცხა, ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და 18 ქულით მერვე პოზიციაზეა.

საგურამო. „საგურამო - ლოკო“
ლოკომოტივი - თელავი 2:3
გოლები: 0:1 შეყილაძე (8), 0:2 ციცქიშვილი (37), 1:2 შონია (51), 1:3 რუხაძე (83), 2:3 სიხარულიძე (90, პენ)

ბათუმის "დინამო" საკუთარ
მოედანზე "შუქურასთან" წაგებას კომპენსირებულ დროში ზარიას მიერ გატანილი გოლით გადაურჩა.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - შუქურა 2:2
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (27), 1:1 ფანცულაია (45), 1:2 კუპატაძე (63, საკ. კარში), 2:2 ზარია (90+2)

თბილისის "დინამომ" გასვლაზე 1:0 მოუგო "ტორპედოს" და გალიდერდა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - „დინამო“ (თბ) 0:1
გოლი: კუცია (25)

29 ივნისს ტურის ბოლო მატჩი ჩატარდება - „სამგურალი“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

altთბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
92 წუთზე და ქობულეთის შუქურას მეკარეს ქმედება გამოსაძიებელია. ზარიას დარტყმული საჯარიმო არ იყო კარგი და ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ბურთის აღება. ჩემი აზრით გოლი სპეციალურად გაუშვა.
დაT
00:09 28-06-2021
1
Და კვასხვაძეს თამაშში არ დაეჭვდით?ჯერ ჯარიმის დროს,ორი მეტრით თუ მეტით არა,სცდებოდა კარს ბურთი და იმეენა კუთხურზე იჩალიჩა როინამ.ამის მერე კარში დაურტყეს და როგორ მოიგერია აბა დააკვირდით.და არც ეცადა მოგერიებულ ბურთზე ეთამაშა,ფეხიც არ აუჩქარა.
Მე ასეთ უკლასო მეკარეს გუნდში არ გავაჩერებდი.მაგრამ როინა არც ისეთი უკლასოა როგორც თამაშობს ამ ბოლო დროს.
Ჩემი აზრია და მითხარით თუ ვცდები-სპექტაკლები იდგმება ძალიან ბევრი და იავნი უკვე ჩემპიონატში და უკვე ძალიან თვალში საცემია ეს ყველაფერი.განსაკუთრებით ბევრი სპექტაკლი ვნახე ტორპედოს მონაწილებით,მინიმუმ ოთხი ამ ბოლო დროს.და ეს რატომაც ხდება გააგებია,მაგრამ ამით ხო იღუპება ქართული ფეხბურთი.
Ის დალოცვილი სანიოლი ხო უყურებს ყველაფერს და არ დაეკარგება მოტივაცია,როგორ ფიქრობთ? არ იტყვის-წადი თქვენი და თქვენი ფეხბურთისო???
დინამოზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა.გუნდი კი არა ბალაგანია ხალხო.ერთი მარუშიჩი აკმაყოფილებს დონეს ვერა ხედავთ?დანარჩენი გადააბით ყველა და წაიღეთ და ხევში გადაყარეთ რააა...
Კომენტარების დაბლოკვასთან დაკავშირებითაც მინდა ორი სიტყვა ვთქვა:ვიგინები,უცენზურო რამეს ვწერ თუ რა არი? Არ შეიძლება ჩემი აზრი თუნდაც მცდარი დავაფიქსირო????
ბაბუაწვერა
11:14 28-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული