"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება

AutoSharing Option
Azerisport.com-მა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, საუბარი "ნეფთჩისთან" დაპირისპირებას შეეხო.

- გინდოდათ თუ არა, რომ ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე თქვენი მეტოქე "ნეფთჩი" ყოფილიყო?

- კარგია, რომ "ნეფთჩის" ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ორ კარგ შეხვედრას ვიხილავთ.

- გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა "დინამოს" შანსებზე... თქვენ რას იტყოდით?

- ჩემი აზრით, ამ წყვილში შანსები თანაბარია...

- რა უპირატესობა აქვს "დინამოს" ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

- არცერთ გუნდს არ აქვს რაიმე უპირატესობა. როგორც უკვე ვთქვი, შანსები თანაბარია.

- როდესაც საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული კლუბები ქართულებზე უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ყოველთვის ახსენებენ კლუბის ბიუჯეტს... თქვენი აზრით, სწორედ ამიტომ აღწევენ აზერბაიჯანული კლუბები უფრო მეტ წარმატებას?

- კლუბში კარგი ფინანსური სიტუაცია უდიდეს როლს თამაშობს, თუმცა ჩემი გუნდის ყოველთვის მჯერა, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს.

- იქნება თუ არა კატასტროფა "ნეფთჩისთან" მარცხი თქვენი გუნდისთვის?

- არა. ვფიქრობ, მთავარია, რომ გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ზის ქერის ორმოში! ჭამს სვამს და ..ს! ერთ დღესაც ამოტივტივდება!
შემაზიზღა დინამო
01 ივლისი 2021 18:56
0
ბატონო რომან, ლამაზი თამაშისათვის საქართველოს ჩემპიონატი გამოიყენეთ, სათასო შეხვედრები კი შედეგზე უნდა ითამაშოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
01 ივლისი 2021 18:42
1
ძალიან ცუდია რომ დინამოს ესეთი ცუდი პრეზიდენტი ყავს...საერთოდ არ აინტერესებს გუნდი...სანამ ეს კაცი იქნება გასაგებია რომ დინამო გაძლიერება არ მოხდება
ოთო
01 ივლისი 2021 18:07
2
გეთანხმები. სხვა ინვესტორს, უცხოელს აღარ ვამბობ, ქართველსაც რომ არ შესტკივა ამ ოღრაშობაზე გული აი, ეგ მაგიჟებს!!!!!
არდილეს
01 ივლისი 2021 20:33
0
მოკლედ, ამ კაცს არ უყვარს და არ სტკივა ქართული ფეხბურთის სირცხვილი. წმინდად როგორც ბიზნესს ისე უყურებს: აღზარდოს და გაყიდოს ახალგაზერდები (არა და მანდაც მაზავს. კვარაცხელია როგორ გაუშვა უკაპიკოდ)

ვისი ბრალია? ყველასი. ვინც ამას საჯიჯგნად მიუგდი ფლაგმანი, ჩვენიც ვინც ამას ამ თავხედობას ვპატიობთ…

სად სანიოლის განწყობა, ნამდვილი სპორტსმენის, ყველა თამაშზე რომ მოსაგებად გადის და სად ამისი. ტრგედია არ იქნება დინამოს გავარდნა, მთავარია მონაწილეობაო თუ რას იძახის ვერ გავიგე. ვაა…რა ვთქვა არ ვიცი
არ უყვარს არ სტკივა
01 ივლისი 2021 17:43
0
შე კაცო გაზიზინებული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და შენ გვიპირებ დინამოს და ნეფთჩის ლამაზი ფეხბურთით ჩვენს გაკვირვებას? შედეგი დადე ფიფია, შედეგი!
მალხაზ ჯობავა
01 ივლისი 2021 17:33
0
სათაურად უნდა დაგედოთ - ფიფია შანსებს თანაბრად აფასებს და ლამაზი კატასტროფის მოლოდინში უშშნოდ იღრიჯება...
ვოოტ
01 ივლისი 2021 18:07
0
უკანასკნელად რამდენი წლის წინ ითამაშა ლამაზად დინამომ,ახსოვს ვინმეს?ან რომ აცხადებს,მე მჯერაო,ჩვენც ხომ გვჯერა,რომ მას არ სჯერა და რატომ გვაჯერებს?
სოსო
01 ივლისი 2021 18:31
0
გინება არ შეიძლება ხო?
MT
01 ივლისი 2021 17:21
0
წადი!
***
01 ივლისი 2021 18:11
0
შენთვის კიარა ჩვენთვის არის კატასტროფა შენი....ან
beqa
01 ივლისი 2021 17:38
0

სიახლეები პოპულარული