"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება

AutoSharing Option
Azerisport.com-მა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, საუბარი "ნეფთჩისთან" დაპირისპირებას შეეხო.

- გინდოდათ თუ არა, რომ ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე თქვენი მეტოქე "ნეფთჩი" ყოფილიყო?

- კარგია, რომ "ნეფთჩის" ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ორ კარგ შეხვედრას ვიხილავთ.

- გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა "დინამოს" შანსებზე... თქვენ რას იტყოდით?

- ჩემი აზრით, ამ წყვილში შანსები თანაბარია...

- რა უპირატესობა აქვს "დინამოს" ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

- არცერთ გუნდს არ აქვს რაიმე უპირატესობა. როგორც უკვე ვთქვი, შანსები თანაბარია.

- როდესაც საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული კლუბები ქართულებზე უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ყოველთვის ახსენებენ კლუბის ბიუჯეტს... თქვენი აზრით, სწორედ ამიტომ აღწევენ აზერბაიჯანული კლუბები უფრო მეტ წარმატებას?

- კლუბში კარგი ფინანსური სიტუაცია უდიდეს როლს თამაშობს, თუმცა ჩემი გუნდის ყოველთვის მჯერა, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს.

- იქნება თუ არა კატასტროფა "ნეფთჩისთან" მარცხი თქვენი გუნდისთვის?

- არა. ვფიქრობ, მთავარია, რომ გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეს კაცი არის უნამუსობის პიკი
0
ამ კაცს ვინმემ აუხსენით ეს"დინამოა"!!!
Live
02:59 05-07-2021
1

სიახლეები პოპულარული