"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია

AutoSharing Option
რუსთავის 2-ის ინფორმაციით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოში" კვლავ კრიზისია. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი შესაძლოა დაიშალოს. ფეხბურთელებმა 4 ივლისს ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც "ტორპედო" მოედანზე მოზარდთა ნაკრებით გავა.

ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედო" ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე ოფიციალურად დატოვა.
კლუბში ახლადდაბრუნებული მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება მოგვარდეს კლუბში არსებული პრობლემები.

"გუნდში ძალიან ცუდი განწყობაა. ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და დიდი გუნდი შემდეგ თამაშზე არ მიდის, რის გამოც დუბლ შემადგენლობით ვიასპარეზებთ", -
ამბობს კახა ჩხეტიანი.

"ბიჭები ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო... იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ეს ასე არ ხდება", - ამბობს გუნდის ფეხბურთელი ვაჟა ტაბატაძე.

კლუბის ფეხბურთელის ირაკლი ძარიას თქმით კი მოთამაშეებს ხელფასი უკვე 3 თვეა არ აუღიათ.

"ტორპედოში" ფინანსური კრიზისი პერიოდულად ჩნდება ხოლმე. ბოლოს გუნდი იტალიელმა ინვესტორმა შეიძინა, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზებით კლუბი მალევე დატოვა და "ტორპედო" კვლავ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ამ სიაბანდი ინვესორების არ მჯერა, სამწუხაროდ მაგალითი სახეზეა, რა დღეშია ტრადიციული კლუბი? გამოსავალს ამ ეტაპზე ვხედავ, თვითონ ჩვენში, გულშემატკივარმა სპეც.ანგარიშზე შევიტანოთ რისი საშუალებაც იქნება, 5,10, 20 ლ. ვისაც რამე ბიზნესი აქვს 200-500 ალბათ, აგერ ქუთსისელი ემიგრანტები, რაღაც აქციები, აუქციონები და გადავარჩენთ გუნდს, მათაც მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა გაუჩნდებათ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არის მსგავსი პრეცენდენტი და მჯერა თუ გვიყვარს "ტორპედო" და ქუთაისი შევინარჩუნოთ ფეხბურთს ამ დიდ ქალაქში.
კოსტა
04 ივლისი 2021 16:39
0
Რომ არ ვარჯიშობენ ეს უკვე მეტᲧველებს მათ პროფესიონალიზმზე.....
Ლევანი
04 ივლისი 2021 02:27
8
ქუთაისელო გულშემატკივრებო ცუდად არ გამიგოთ,მაგრამ ეს გუნდი უნდა გავარდეს,რომ ცოტა ყური გამოიბერტყონ,მერიამ და ზოგადად ქუთაისელმა ბიზნესმენებმა.ასეთი გუნდის ყოფნას რა აზრი აქვს უმაღლესში?3 წელია ხელფასის პრობლემაა და ექვს თვეში ერთხელ ახალი გუნდი იქმნება.
Master
04 ივლისი 2021 00:04
6
გავარდეს იოლი სათქმელია, თქვენ არ ვიცი რომელი გუნდის გულშემატკივარი ხართ, მაგრამ ალბათ მიჩვეული ხართ გავარდნას! ჩვენ ეს არც გვაწყობს და ვერც დავუშვებთ!!!! სკითხი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას იმათ მიერტ ვისაც ევალება!!! სხვა ვარიანტი არ არსებობს!!!
გიორგი
04 ივლისი 2021 15:08
0
კარგად როგორ უნდა გაგიგონ - ადამიანს რომ შვილი მძიმედ ავად გაუხდეს, გარეთ უნდა გააგდოს, რა აზრი აქვს ასეთ შვილსო? კარგად დაფიქრდი, რას სთავაზობ გულშემატკივარს. ტორპედოს გულშემატკივრისთვის ლიგიდან გავარდა ბევრად მძიმეა, ვიდრე შეიძლება გეგონოს.
დათა თუთაშხია
04 ივლისი 2021 01:53
7
არ ფიქრობთ რომ მოჯადევებულ წრეზე ტრიალებთ ? მერამდენედ ერთი და იგივე და მუდმივად ერთი მიზეზით. ნუ უნიშნავთ იმხელა ხელფასებს რისი გადახდის თავიც არ გაქვთ. ავოიეეე, მერია გააასხვისე დროზე გუნდი ნორმალურ ხალხზე და არა ჰარებზე, ჩაჩავაზე და მანინოზე. ან ათამაშე პატარები და დაუნიშნე ისეთი ხელფასები რისი გადახდის თავიც გაქვ. არ წაიღეს ტვინი 3 წელია .
QT
03 ივლისი 2021 23:20
2
არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი ქალაქიდან ვართ და რომელ გუნდს ვგულშემატკივრობთ, ერთი რამ ცხადია, ძლიერი ტორპედო ზოგადად ქართულ ფეხბურთს ჭირდება.იმედია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ გუნდის კრიზისი.
ქობულეთიდან
03 ივლისი 2021 22:45
1
სტალინის სიკვდილის შემდეგ ჩერჩილის სიტყვების არ იყოს, რაღა აზრი ექნება ეროვნულ ლიგას თბილისის დინამოსთვის, თუკი მას მთავარი კონკურენტი აღარ ეყოლება. იმედია ყველაფერი მოგვარდება
თბილისი
03 ივლისი 2021 22:42
1
ეხლა ინკუმი იჩივლებს,მერე სხვები და ვიხადოთ ბიუჯეტიდან ეხლა ეს ფული.თქვე კაი დედისა და მამის შვილებო ქართველები მაინც აიყვანეთ გუნდში
ბაბუაწვერა
03 ივლისი 2021 21:21
3
რატომ? ქართველი არ იჩივლებს? თუ ტეხავს?
zura
03 ივლისი 2021 22:10
2
ოჰოოო...ხო აბა,მსოფლიო ფეხბურთი მოკვდება კიდევ...
Დავიღალეეეეთ....
ლ.გიო
03 ივლისი 2021 20:42
14
დავიჯერო ერთი ფულიანი კაცი არ გამოდგა ვისაც ეგ გუნდი დასაშლელად ენანება? და ვინც მოიქცევა ბათუმის მეტრონესავით? საცოდაობაა ტორპედოს ეგეთ დღეში ყოფნა . ეგ მთლიან ქართულ ფეხბურთს კლავს
ტოტტი
03 ივლისი 2021 19:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული