ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე "სამტრედიაში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-ს ფეხბურთელის დედამ დაუდასტურა.

ფეხბურთელი კვლავ პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაში დარჩება და "სამტრედიას" ღირსებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე იჯარის წესით დაიცავს.

არაბიძე კლუბს თურქეთში გაჰყვება, სადაც 2-კვირიანი შეკრებაა დაგეგმილი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ნახევარმცველს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა გია ცეცაძის ფაქტორის გამო მან "სამტრედიაში" თამაში არჩია.

შეგახსენებთ, რომ არაბიძემ გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის "როტორში" გაატარა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თავის დროზე როტორში რო გადავიდა და დავწერე "დაიმახსოვრეთ, იქიდან ისე წამოვა რო 5 თამაშსაც არავინ ათამაშებს მეთქი" ხო დამაყარეთ დისლაიქები :))) გეუბნებით - სამწუხაროდ დასრულებულია ამის ფეხბურთი, გაუყვა ჭანტურიას გზას.
superman
11:07 07-07-2021
15
კარგია სხვაგან სკამზე ჯდომას სახლში თამაში ჯობია...თან ჯერ 23წლისაა ნიჭი აქვს მთავარია ტრავმები მოიცილოს
L.J.
12:18 07-07-2021
1

სიახლეები პოპულარული