ქუთაისის "ტორპედო" ელექტრონულ აუქციონზე იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარი ქუთაისის "ტორპედო" ელექტრონული აუქციონის საიტზე იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

როგორც ირკვევა, ვაჭრობის საწყისი ფასი 567 017.00 ლარია და განმკარგავი ქალაქ ქუთაისის მერიაა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მყიდველი ვალდებულია: 1. შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 (ექვსასსამოცდაათი ათასი) - ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია.

ამის გარდა,
განცხადებაში ჩამოთვლილია 14 პუნქტი, რომლებიც მყიდველმა უნდა დააკმაყოფილოს, აუქციონი კი 31 აგვისტოს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
წყნეთის ზოგიერთი აგარაკის ფასია.
kaxi
06 აგვისტო 2021 21:55
2
ის 14 პუნქტიც დაგეწერათ საინტერესო იქნებოდა, დაგეზარათ?
zura
06 აგვისტო 2021 18:43
3
კარგად ნახეთ აუქციონი როდის სრულდება. ამ სტატიის მიხედვით 31 აგვისტოს სრულდება და 31 აგვისტომდე უნდა გადაიხადოს ინვესტორმა დავალიანება, რომელიც 31 აგვისტოს გამოვლინდება?
ფსშვიუ
06 აგვისტო 2021 18:26
0
ეხლა რომელიმე ტოტალიზატორი იყიდის ტორპედოს უეჭველი:)
გოგა
06 აგვისტო 2021 21:10
3
საქართველოს მთავრობამ რომ იყიდოს?( თანაც პაწია ფასდაკლებასაც შესძლებს). კი მაინც გვეცოდინება სად წაიღეს ვითომ კოვიდისთვის ნასესხები 15 მილიარდი.
ჟორა
06 აგვისტო 2021 21:41
16
ეხლა თუ ჩაიშალა, შემდეგზე ფასი ნახევრდება, ეს აუქციონის წესია.საქმისთვის აჯობებდა, რომ ეგ ფასი, აქციების სახით აეღოთ, სიტყვაზე აქცია 500 ლ, და გულშემატკივარს შეეძინა,პასუხისმგწბლიბაც იზრდევა და თაღლითობის შანსიც ისპობა.
vaxo
07 აგვისტო 2021 15:53
0
აუქციონი როდის მთავრდება ?
ფსშვიუ
07 აგვისტო 2021 18:43
0
რა ღირს?
ბაჩი
07 აგვისტო 2021 15:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული