ავტოგოლი, გაძევევება - "ლოკომოტივის" ნიდერლანდელმა გიგანტმა კარი მშრალად შეინახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე "შუქურას" 1:0 სძლია.

პირველი ტაიმი ძალიან საინტერესო გამოდგა, კაკაშვილის ავტოგოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, სტუმრებმა არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა „ლოკოს“ ტანმაღალი  ნიდერლანდელი ახალწვეული მეკარე სპენკელინკი (სიმაღლე 201 სმ). შესვენების წინ კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „შუქურას“ ნახევარმცველმა ვარშანიძემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივი“ ბევრს უტევდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და 1:0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ „ლოკომ“ 36 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე გადავიდა და 13 აგვისტოს სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება,
ხოლო 20 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „შუქურა“ 14 აგვისტოს „სამგურალს“ შეხვდება.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“

ლოკომოტივი - შუქურა 1:0
გოლი: კაკაშვილი (29, საკ. კარში)
გაძევება: ვარშანიძე (43)

ლოკომოტივი (4-2-3-1): სპენკელინკი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 46), უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (იმრანი 71), შონია, დიასამიძე (კახაბრიშვილი 54), სიხარულიძე, გავაშელიშვილი (იაკობიძე 63)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

შუქურა (4-2-3-1): თებიძე, ჭანტურია, კომახიძე (კ), გაფრინდაშვილი, ვარშანიძე, ხმალაძე, სარდალიშვილი (კაბრალი 68), კაკაშვილი, ჯერალდო, მუსელიანი (ძალამიძე 78), ვერულიძე (ინგოროყვა 55)

მწვრთნელი: შაშიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესაა ლოკომოტივის თამაში? ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია ძმაკაცები და ნაცნობები რომ მიყავს მწვრთნელს, ვინც იმსახურებდა დარჩენას ისინი გაყარეს და ვინები მოიყვანეს, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
ლუკა
22:10 07-08-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული