ორი პენალტი "ლოკომოტივთან" და "სამტრედიამ" 24 აპრილის შემდეგ პირველად იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები აქტიურად თამაშობდნენ, 29-ე წუთზე ლომთაძე საჯარიმოში სანდოხაძემ წააქცია, პენალტი კი გუნდის კაპიტანმა არაბიძემ ვერ გამოიყენა - ბურთი ძელს გაარტყა. მეორე ტაიმში სტუმართა თამაში შეცვლაზე შესულმა იმრანმა გამოაცოცხლა. 73-ე წუთზე „ლოკოს“ ნახევარმცველმა კახაბრიშვილმა მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. საპასუხო იერიშისას „ლოკომოტივი“ ჯერ ძელმა, არაბიძის დარტყმის შემდეგ კი სპენკელინკმა გადაარჩინა. ბოლოს ცეცაძის შეგირდები ბევრს უტევდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - ბურთი საჯარიმოში ხელზე სანდოხაძეს
მოხვდა, ხოლო თერთმეტმეტრიანი კობახიძემ უზადოდ შეასრულა და აუტსაიდერმა "სამტრედიამ" 24 აპრილის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, ეპიდომოლოგიური სიტიაციის გაუარესების გამო საქართველოს ჩემპიონატი 4 სექტემბრამდე შეჩერდება.

„სამტრედია“. „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია - ლოკომოტივი 1:0
გოლი: კობახიძე (90+2, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: არაბიძე (25)
გაძევება: სანდოხაძე (90)

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, გიორგაძე, ახალაძე, გადრანი, ცეცხლაძე (პავიშიჩი 67), ენდელაძე, არაბიძე (კ) (ილურიძე 90+5), ლომთაძე (კობახიძე 67), პრელჩეცი

მწვრთნელი: ცეცაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): სპენკელინკი, ანდრონიკაშვილი, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია (გავაშელიშვილი 80), სამურკასოვი (კახაბრიშვილი 59), შონია, დიასამიძე (ჭიაბრიშვილი 67), სიხარულიძე, იაკობიძე (იმრანი 46)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

altორი ავტოგოლი, ფლამარიონის ტრავმა - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
"რუბინის" და "როტორის" გულშემატკივრობას, ჩვენი ბიჭებუს წარმატება გიხაროდეთ, ის გერჩივნოთ.
სანდრო
14 აგვისტო 2021 21:00
0
კალაძე სამტრედსკის ხათრით დადეს ორი პენალტი?
MT
14 აგვისტო 2021 19:25
2
ხო აბა რა, კალაძე ამათ, ღარიბაშვილი "თელავს" და "ჩიხურა"? აბა შენი "ფანტაზია" აამუშავე.
სერგო
14 აგვისტო 2021 21:06
0
კაკოიე! არაბიძემ რაც ირბინა და საქმე აკეთა შენ სიარულით ვერ გააკეთებ მთელი ცხოვრება. ფეხბურთის გაგებაში არ ხარ და მარტო ბოღმას ანთხევ. არაბიძე ფაფხურობდა და შენ აზროვნებ
gulshematkivari
14 აგვისტო 2021 14:04
1
კაკოიე! არაბიძემ რაც ირბინა და საქმე აკეთა შენ სიარულით ვერ გააკეთებ მთელი ცხოვრება. ფეხბურთის გაგებაში არ ხარ და მარტო ბოღმას ანთხევ. არაბიძე ფაფხურობდა და შენ აზროვნებ
gulshematkivari
14 აგვისტო 2021 14:04
1
არაბიძე დეკვალიფიცირებულია,ის მხოლოდ ფაფხურობს და იმიტაციის მცდელობა აქვს აქტიურობის,მისი ადგილი სათადარიგო სკამზეა.
ახალაძე, მჭედლიშვილი,გადრანი,ქურდაძე მხოლოდ ესენი ვარგოდნენ.ეს კლუბი არაა ელიგაში ადგილის შემანარჩუნებელი.
მეორე პენალტი დასანიშნი არ იყო,შესცოდა მსაჯი.
Kakoie
14 აგვისტო 2021 11:06
4
და ესენი ბოლოზე როგორ არიან?
ჯაბა
14 აგვისტო 2021 09:47
1
ვულოცავთ! მაგარი მებრძოლი სასტავი, ყოჩაღ! გააგრძელეთ.
ლაშა
13 აგვისტო 2021 22:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული