თბილისის "დინამომ" "რეალის" აღზრდილი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" "რეალის" აღზრდილი მეკარე ანდრეს პრიეტო დაიმატა, - ამის შესახებ დედაქალაქური გუნდი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"დედაქალაქელთა შემადგენლობას ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო შეემატა.

27 წლის ფეხბურთელმა დინამოსთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. პრიეტო მადრიდის რეალის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი მალაგას, ლეგანესის და ესპანიოლის რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი ბირმინგემ სიტი გახლდათ. მეკარემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს უახლოეს ვარჯიშზე შეუერთდება".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ისეთი გრძნობა მაწვს, თითქოს ეს კაცი (ფიფია) ფუკს ათეთრებს ლეგიონერების დახმარებით!
ლევანი
01:54 14-08-2021
2
რაღაც ცირკსა გავს ეს ყველაფერი-----მამარდაშვილი ესპანეთში და ესპანელი საქართველოში?
gabrazebuli
08:24 14-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული