ქართული საკლუბო ფეხბურთი კავკასიაშიც ყველაზე დაბალი დონისაა...

AutoSharing Option
ფოტო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქ" გვერდი

გუშინ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის "პლეი-ოფის" პირველ შეხვედრაში ერევნის "ალაშკერტი" გლაზგოში, "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური კლუბის ფეხბურთელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ, კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს (კარში არცერთხელ) და შოტლანიდიელებმაც გოლი უმცირესობაში ყოფნისას გაიტანეს. იმის თქმა გვინდა, რომ სომხებს განსაკთრებული ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარუჩნეს და ეგეც რომ არა, ქართული კლუბებისთვის ამდენი წლის აუხდენელ ოცნებას მიაღწიეს და ევროპულ ტურნირზე მაინც ითამაშებენ - კონფერენს ლიგის
ჯგუფური ეტაპი "ალაშკერტს" განაღდებული აქვს.

სანაკრებო ფეხბურთის დონეზე კავკასიის ქვეყნებს შორის მინი შეჯიბრის შუაში ვარ - FIFA-ს რეიტინგში სომხეთი გვისწრებს, ხოლო აზერბაიჯანი ჩამოგვრჩება. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანი რომ გვჯობს, ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. არაფერს ვამბობთ "ყარაბაღის" ცოტახნისწინანდელ მიღწევებზე და იმაზე, რომ დიდი შანსია იმისა, რომ აზერბაიჯანელები 2021/22 წლების სეზონის ევროტურნირებზე წარმოდგენილი ორი გუნდით იყვნენ. ახლა კი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სომხური გუნდიც გავიდა.

რასაკვირველია, ეკონომიკური და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დასავლურევროპულ კლუბებს ვერც შევედრებით, ახლა კი რომც შევეჯიბროთ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიც გვისწრებენ. საკლუბო ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უკან და უკან მიდის, ან სხვები იმდენად სწრაფად მიდიან წინ, რომ ჩვენი ტემპები არასკმარისია. ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად შენი სისწრაფე წინ მყოფზე უფრო მაღალი უნდა იყოს...

იმავე ტურნირზე ითამაშებს გიბრალტარის ან ლატვიის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ერთმანეთს ხვდებიან), ირლანდიის ან ესტონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ესენიც ერთმანეთის ეთამაშებიან), ფინეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი, შანსებს ინარჩუნებს ლიეტუვური "ჟალგირისი", ყაზახურ კლუბებზე აღარაფერს ვამბობთ...

ქართული კლუბების "მესვეურები" კი აგრესიას გამოხატავენ ქართველი მსაჯების მიმართ, წარუმატებლობას აბრალებენ ნეპტუნის იუპიტერის ზონაში თავხედურად შესვლას, წყლის ქიმიურ ფორმულის ცვლილების შედეგად "გია ჯაჯანიძის შოუს" ასიმპტომურ დეჰიდრადაციას.

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ვითარდება - ბათუმის "დინამო" გახლავთ. განვითარებაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ევროტურნირებიდან "ღირსეულად" გამოვარდნას, არამედ პირველ რიგში იმას, რომ ამ კლუბმა სტადიონზე გულშემატკივრის მიყვანა შეძლო. ეს ქართული რეალობით დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი საზომია...

თბილისის "დინამოს" ბოლო წლების პროცესი უჩა ჩაჩხიანის სიმღერის მცირედშეცვლილი სათაურით შეგვიძლია დავახასიათოთ - "ტრიუმფალური სვლა ფსკერისკენ"... რატომ აღვნიშნავთ თბილისის "დინამოს"? ქართული საკლუბო ფეხბურთის სიმბოლო სწორედ ეს გუნდია, თან ჩემპიონი თავისი 1:6-ით.... 1:5-ით.... კლუბის პრეზიდენტმა რეორგანიზაცია ახლა გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ალბათ ფარერებზე ნაჭამი სირცხვილი საკმარისი არ იყო....

ვიცით, რომ ბევრი ფული არ გვაქვს, კონკურენცია დაბალია... მოლდოვის ჩემპიონატის თამაშები გინახავთ ვინმეს? თუ კი, საწინააღმდეგო არ გექნებათ რომ ვთქვათ, ეროვნული ლიგის თამაშები გაცილებით კარგი შესახედი და უფრო სანახაობრივია, მაგრამ ტირასპოლის "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა და ზაგრების "დინამოს" პირველ მატჩში 3:0 მოუგო, იმ "დინამოს", რომელთანაც "საბურთალო" 2 მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა, ის "საბურთალო", რომლის მფლობელი და პრეზიდენტი ქართველ მსაჯებს საჯაროდ აგინებს და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს იმ მსაჯს, რომელიც უეფამ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრად დანიშნა... არაპროფესიონალიზმში მსჯებს იმ კლუბის პრეზიდენტი ადანაშაულებს, რომლის გუნდის თამაშებზეც 27 ადამიანი არ დადის...

და კიდევ "ტორპედო", თავისი მიმდინარე ისტორიით...

მოკლედ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ხმამაღლა ვთქვათ, თუ ყელს რა მასაც მოადგა და ასე ყოფნა აღარ შეიძლება?

საჭირო რევოლუციური ნაბიჯებია და არა რევოლუციური რეფორმები. რეფორმები რევოლუციას არ იწვევს, პირიქით არსებულის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არსებული კი რაცაა, კარგად ვიცით. ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კლუბების საქმეა, მაგრამ მსგავსი მოლოდინის ქონა ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება...

ამიტომ, რადიკალური, ერთგვარად ავანტიურისტული სვლები ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადადგას და მაგალითად, პროფესიონალურ გუნდებს დაფინსება სრულად შეუწყვიტოს, თუ კლუბი გარკვეული ოდენობის კერძო ფულს არ მოიზიდავს (მაგალითად, 1 მილიონ ლარს, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბის შემთხვევაში). გამოთავისუფლებული თანხები კი, ალბათ, ჯობს ინფრასტრუქტურასა და სფფ-ის აკადემიათა ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას მოხმარდეს, რაც საუკეთესო პროექტია, რაც 21-ე საუკუნის ქართულ ფეხბურთში გაკეთებულა...

ცხადია, ზედა აბზაცში აღნიშნული ვარიანტი ერთი რიგითი მოსაზრებაა და არა ხილული ჭეშმარიტება, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოხდეს და ისეთი რაღაც, რაც წარუმატებლობის კედლებს დაანგრევს....
მკითხველის კომენტარები / 37 /

ძირითადი პრობლემა - ფიზიკურად,მით ინდივიდუალურად ს უ ს ტ ე ბ ი არიან ,ე.ი. ი იმდენად სუსტად მომზადებულები არიან ბავშვობიდან, რომ ინდივიდუალიზმსს ვეღარ აჩვენებენ და ერთ დონეზე ჩერდებიან, მერე დეგრადირხებიან ...
საჭიროა ბ ა ვ შ ვ თ ა მწვრთვნელების მასობრივი გადამზადება - მივლინება გერმანია, ჰოლანდია, ინგლისში ...
- რისთვისაც დიდი- სერიოზული ფინანსებია საჭირო - ბავშთა ფეხბურთიდა დაწყებისათვის ...ფინანსებისათვის- ეკო -კის აღორძინება, ეკო - კის აღორძინებისათვის - დასავლეთის გამოცდილება- პ ა რ ტ ნ ი ო რ ო ბ ა და ა.შ. და ა.შ.



გლახუნა
20 აგვისტო 2021 17:06
3
აქ მთავარი ის არის რომ ქართველები ეროვნულ ფესვებს სულ დააშორეს და მიმდინარეობს მისი დეგენრაზიცია , ქართული ტელევიზიების და კიდევ "ვიღაცეების" მხრიდან
გიორგი
20 აგვისტო 2021 17:00
21
ჩააწო რა ამანაც:D ეროვნული ფესვები არა ეროვნული ჩლიქები კიდე :D
kaxa
20 აგვისტო 2021 19:52
5
ეროვნული ფესვები :) რომელი ეროვნული ფესვები ? 10000$ ახალგზრდულ ნაკრებში მოსახვედრად, თუ 5000 $ დინამოში ან ტორპედოში, შემადგენლობაში მოსახვედრად? იქნებ ჯიგრულ-ქართულ პონტში ჩაწყობილი თამაშები? ან ცოლის დების, და ბიძაშვილების კლუბის სტაფში შეტენვა, "ორი კაპიკის" საშოვნელად?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
20 აგვისტო 2021 17:42
2
ამ ფედერაციის შემადგენლობით გაგრძელდება “ტრიუმფალური გზა ფსკერისკენ”.
ახალი სფფ.
გოგი
20 აგვისტო 2021 16:53
10
რატომ გვისწრებენ როგორ ფიქრობს ფედერაცია ან თუ გინდ ყველაზე მცოდნეეები ფეხბურთში? ყველაფერი რომ მოხვეჭაზეა და არასწორად განვითარდა მთელი ქვეყანა იქედან არის საწყისი. არც ერთ გუნდს რომელიც თბილისს არ ეკუთვნის და არ ჩამოყალიბულა თბილისში არ უნდა ჰქონდეს ბაზა თბილისში. თბილის არ არის მარტო საქართველო. ეხბურთის სწორად განვითარება თუ გინდოდატ, რეგიონებში უნდა გაეხსნა ყველა გუნდს ბაზა, მაგალითად ოზურგეთის მერცხალს და ამ ბაზასთან უნდა დაარსებულიყო საბავშო საფეხბურთო სკოლები. მერე შეიძლებოდა ლაპარაკი რამის მიღწევაზე. თუ ქართულ გუნდებს გადახედავთ ისტორიულად კარგი მლოთამაშეები ყოველთვის რეგიონებიდან ავსებდნენ დინამოს საბჭოთა კავშირის დროს და ყველგან იყო ფეხბურთი განვითარებული ძალიან მთიანი რაიობნების გარდა. ზესტაფონი ზესტაფონში ჯუნ და ვარჯიშობდეს, ბოლნისი ბოლნისში, საჩხერე საჩხერეში... ასევე მოედნებ ი უნდა აშენებულიყო მინიმუმ იმის გათვალისწინებით რამდენი ხალხი ცხოვრობს იმ ქალაქისა თუ რაიონის გარშემო გათვალისწინებით და ამის მიხედვით ამ სტადიობეის გარშემო სავარჯისო მოენები ბავშტა ფეხბურთისთვის. მას დავამატებ ასევე რომ უმეტესად ფეხბურთელები დასავლეთ საქართველოში უფრო იზრდებოდნენ ადრე და თბილისსა და რუსთავში რადგან მე პირადად კახელი ფეხბურთელი მართლა არ მახსოვს, ამ ას გარდა ამ ბაზების და სათანადო სტადიონ ების აშენება და ადგილობრივად ფეხბურთის განვითარება დაეხმარებოდა შიდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ასვლას და ასევე გულშემატკივრის უფრო ბევრად დაინტერესება და შეჯიბრს მიეცემოდა უფრო მეტი ინტერესი. რეს უმეტესი თამაშებისა თბილისში ტარდება და როგორ ჩამოვა რაიონიდან ან გაფხეკილქვეყანაში ფეხბ ურთის გულშემატკივარი მაგალითად ზესტაფონიდან? უი დამავიწყდა რაიონები ხომ თითქმის სულ გაცარიელდა და ყველა თბილისში ცხოვრობს დღეს... როგორც ქვეყანა განვითარდა ასევე განვითარდა ფეხბურთიც. ამაზი თბილისის ლანდშაფტი დაამახინჯეს საშინელი ნაგებობებით და სუნთქვა სუფთა ჰაერის არ შეიძლება ქალაქში - ამის გამოა რომ ფეხბურთიუც სულს ღაფავს და სხვა სპორტებიც, რომ არა რამოდენიმე ახალგაზრდა კვარაცხელიას თამადობით, იმედი დაკარგული იყო... მთელი ქვეყჰანა თავიდან არის ასაშენნებელი და სწორად ამის გარეშე არც ფეხბურთი იქნება და არც საქართველო მალე...
ნიკო
20 აგვისტო 2021 16:49
0
არგუმენტები გაქვთ, ქვას ხეთქავენ. :)
სოსო-ს
21 აგვისტო 2021 09:50
0
კახი ასათიანიც თელავშია დაბადებული.მასზე წერდა თურქული პრესა,"გუშინ თამაშობდნენ კახი ასათიანი და თურქეთის ნაკრებიო".საოცარი ტექნიკის და პასის მქონე,1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი ფეხბურთელი.ასევე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი,რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელი ბარათი უჩვენეს.
სოსო
20 აგვისტო 2021 20:12
1
ყველა გამოხმაურება
ამ ფედერაციის შემადგენლობით გაგრძელდება “ტრიუმფალური გზა ფსკერისკენ”.
ახალი სფფ.
გოგი
20 აგვისტო 2021 16:48
5
ინფრასტრუქტურა მორჩით და დაანებეთ მაგ კლუბებს თავი, თავში ქვა უხლიათ.
sddd
20 აგვისტო 2021 16:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული