თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
ანანიძე წელს თბილისის "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.
შეგახსენებთ, თბილისის "დინამოში" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დაბრუნდა.
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში, კახა ცხადაძის გუნდი გასვლაზე "თელავს" შეხვდება.