სტუმრები 76-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ დააწინაურა, ერთ წუთში გიორგი გოჩოლეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეცვლაზე შესულმა გერმანელმა ნახევარმცველმა სიმონ სეფერინგსმა კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა. სეფერინგსი „ბაიერნის“ აღზრდილია და „საბურთალოს“ ახლახან შეუერთდა.
„საბურთალო“ 39 ქულით მესამე ადგილზეა და 20 სექტემბერს გორში „დილას“ შეხვდება, 25 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ კი იმავე დღეს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - თელავი 2:1
გოლები: 0:1 ჩოგაძე (76), 1:1 გოჩოლეიშვილი (77), 2:1 სეფერინგსი (90+3)