ბათუმის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა და თბილისის "დინამოსთან" 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "თელავი" 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ანგარიში ბათუმელმა ჯიღაურმა გახსნა, მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, გოლის გატანასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ, ბურთი ძელს ტეიდმა და აზაროვმა გაარტყეს. მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

ლიდერი ბათუმის „დინამო“ უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ ისევ 5 ქულით უსწრებს და 24 სექტემბერს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 25 ქულით მერვე პოზიციაზეა და მომავალ ტურში „დილას“ შეხვდება.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 0:1
გოლი:
ჯიღაური (16)
გაძევება: თევზაძე (90+2)

თელავი (3-4-3): სანიკიძე, თევზაძე, მარაქველიძე (კაპანაძე 62), ჯიქია (კ) (აშორტია 80), ძოწენიძე, შერგელაშვილი, თოლორდავა, ჯანელიძე (მ. ბაშელეიშვილი 75), ჩოგაძე (რუხაძე 62), ჟუნიორი (არდაზიშვილი 75), შეყილაძე

მწვრთნელი: მიქაძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (შინდაგორიძე 88), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური (გაფრინდაშვილი 68), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (გროზურეკი 88), ფლამარიონი (ნავალოვსკი 65), ფანცულაია (ნიქაბაძე 65)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „დილა“ და „საბურთალო“ დაზავდნენ - 0:0.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი ფინანსებია საჭირო,ერთი ცენტრალური მცველი , ორი საშვალო დონის შემტევი ბრაზილიელი ნახევარმცველი , ასევე რაც მთავარია უფრო მეტი სისწრაფეები და უბურთოდ მოძრაობა ,რაც მეტ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს . ეს ყველაფერი რო დაუმატო ბათუმს მომავალ წელს ნორმალურ შედეგს დადებს... იმედია მეპატრონე არ დაშლის ამ გუნდს
დათო
20:21 21-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული