ბათუმის "დინამო" "დილასთან" ფრეს დასჯერდა და თბილისის "დინამოს" ისევ 5 ქულით უსწრებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 27-ე ტურში "დილასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი 2:2 დასრულდა.

23-ე წუთზე გორული გუნდი კამარას გოლით წინ გავიდა. 34-ე წუთზე ჯიღაურმა შორიდან დალაშქრა გუგეშაშვილის კარი და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ. 73-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოში სილვამ წააქცია, პენალტი კი ზუსტად მამუჩაშვილმა შეასრულა. „დილას“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდა, მალე მისმა 20 წლის კაპიტანმა გაგნიძემ ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

ბათუმის "დინამო" ლიდერია და უახლოეს მდევარ თბილისის "დინამოს" ისევ 5 ქულით უსწრებს, ხოლო
"დილა" 44 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 2:2
გოლები: 1:0 კამარა (23), 1:1 ჯიღაური (34), 1:2 მამუჩაშვილი (73, პენ), 2:2 გაგნიძე (76)

დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ნემსაძე (ბიძინაშვილი 65), ჭიჭინაძე, სანტოსი, სილვა, მოსიაშვილი, ნონდი, გაგნიძე (კ), მადინგა (კაპანაძე 61), ღუდუშაური, კამარა

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური (გროზურეკი 89), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 81), ფლამარიონი (ნიქაბაძე 89), ფანცულაია (გაფრინდაშვილი 81)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
მემგონი ბათუმის დინამოს არ უნდა ჩემპიონობა :)))
ალექსა
22:41 29-09-2021
3
ჩემპიონი ისევ თბილისის დინამო გახდება, არ უნდათ ჩემპიონობა, ასეთ შანსს, რომ ვერ გამოიყენებ მერამდენე წელია ან რა სელექცია აქვთ, ფორვარდი არ ყავთ შემტევი ნახევარმცველი , გეგუჩაძე უნდა გაუშვან და 6-7 ფეხბურთელი მიაყოლონ და მპიყვანონ აფრიკელი და სამხრეთამეკელი ნორმალური ბიჭები როგორც სხვები აკეთებენ თორემ ფსკერის დაბლა ისეც ვართ
ანტონ ტრი ტრი ღარიბაშვილი
00:57 30-09-2021
8

სიახლეები პოპულარული