აჭარული გუნდი დებიუტში ფანცულიამ დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მირცხულავამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
ბათუმის „დინამომ“ მეორეადგილოსანი თბილისის „დინამო“ უკვე 7 ქულით ჩამოიტოვა და 16 ოქტომბერს „შუქურას“ შეხვდება, ხოლო 26 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) – ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 ფანცულაია (10), 1:1 მირცხულავა (45), 2:1 მანჯგალაძე (62), 3:1 ზარია (90+1)