თბილისის "დინამოს" გამარჯვება უღიმღამო მატჩში და XXIV ტურის სხვა შედეგები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 29-ე ტურის 4 მატჩი გაიმართა.

თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ ნაკლებად სანახაობრივ მატჩში 1:0 დაამარცხა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ კვლავ 7 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 20 ოქტომბერს გასვლაზე დაუპირისპირდება.

მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - მე-8 წუთზე მოისწრაფიშვილმა სპორსკლედე მშვენივრად მოძებნა და მანაც "დინამო" დააწინაურა.

დედაქალაქელებმა გოლის შემდეგ უკან დაიხიეს და ქუთაისელებს ბურთის ფლობის საშუალებას აძლევდნენ, თუმცა უფრო სახიფათო მაინც კახა ცხადაძის გუნდის იერიშები იყო. გამოსარჩევია განელი ბარნ ოსეის ორი მცდელობა, რომლებიც ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძემ აღკვეთა
- პირველ ტაიმში კარიდან გამოვიდა, მეორეში კი მშვენიერი დარტყმა მოიგერია. გიორგი კუციამ გოლის გატანა საჯარიმო დარტყმით სცადა, თუმცა ბურთს სტუმართა მეკარე დაეუფლა. შეხვედრის მიწურულს შოვნაძემ მარუშიჩის მცდელობის შემდეგ, ბურთი ხელებში დააფიქსირა.

81-ე წუთზე ქუთაისელთა რიგებში ლევან მჭედლიძის დებიუტი შედგა.

„თელავმა“ სახლში 2:1 მოუგო „ლოკომოტივს“. დუბლი მცველმა ვაჟა ფაცაციამ შეასრულა.

„საბურთალო“ თბილისში „სამგურალთან“ მარცხდებოდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

„დილამ“ გორში 3:1 სძლია „სამტრედიას“. დუბლი თორნიკე კაპანაძემ შეასრულა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო 1:0
გოლი: სპორკსლედე (7)

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 ფაცაცია (19), 2:0 ფაცაცია (40), 2:1 შონია (53)

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - სამგურალი 2:1
გოლები: 0:1 კუხიანიძე (5), 1:1 მანდრიჩენკო (48), 2:1 ტაბატაძე (71, პენ)

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 კაპანაძე (11), 2:0 გაგნიძე (40), 2:1 არაბიძე (45+1, პენ), 3:1 კაპანაძე (85)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცეცაძე როგორც მწვრთნელი უკვე ჩამოსაწერია ამ რელობიდან და გადასახედიდან, თუმცა მართალია მისი თვისებაა მხოლოდ მის მიერ შერჩეულებთან შეკრას გუნდი, მაგრამ ამდენი ხანი კლუბში და ამათ ერთმანეთის ენა ვერ გააგებინა, მაშინ რა მწვრთნელი ხარ? ხომ უნდა მიხვდე რომ როგორც მინიმუმ ამ ვითარებაში შენი ადგილი აქ არ არის და უნდა წახვიდე, სურს ეს კლუბის მეპატრონე სამტრედიელ ბობოლებს თუ არა.
ეს ბიჭები 100 წელიწადი ერთად რომ ათამაშო ვერ გაუგებენ ერთმანეთს ვერანაირ ფასად.
ამ კლუბისათვის მართლაც შანსია რომ გადავიდეს მეორე ლიგაში, მოიშოროს ეს ტოპმენეჯმენტი სრულიად, ვინმე ახალი მეპატრონე მოვიდეს და იმან უკვე მეორე ლიგის ჩემპიონის სტატუსით და ამბიციებით დააბრუნოს ელიგაში ისევ კლუბი.
ახლა რაც ხდება ეს არის არა მარტო სამტრედიელ არამედ ქართველი კანტიკუნტად შემორჩენილ გულშემატკივრებზე დაცინვის უსაშინლესი ფორმა.
გია,კაი კაცი ხარ ადამიანობაში, ვერავინ აუგს ვერ იტყვის შენზე და დარჩი კარგ კაცად ბოლომდის,ხვალვე დაწერე განცხადება და წადი, მოდი ისევ როცა ახალი სეზონი დაიწყება და მოითხოვე 100%-ით შენი ხედვა-სურვილით დაკომპლექტება.
ეს იქნება სრულიად უკანასკნელი შანსი შენს კარიერაში რომ ისევ აღმაფრენას მიეცე ან 2023 წლიდან საერთოდ სამწვრთნელო საქმიანობას შეეშვა.
სამტრედია თუ ამ წელს ვერ დარჩა, მეორე ლიგაში საარსებო ფულსაც კი არავინ მისცემს,და ეს კლუბი ჩიხურასავით განწირული იქნება მესამე ლიგაში გასავარდნად, ერთადერთი ხსნა არის ამ ააიპ-ის მმართველი გუნდის ახალი, ფულიანი და საქმის მოყვარული ხალხით შეცვლა.
Jango
11:13 17-10-2021
0
სამგურალს თამაში წააგებინა მსაჯმა!!! ფეხბურთი კი არა, გამყიდველების პარადია!!!
grisho
01:07 17-10-2021
0

სიახლეები პოპულარული