ფრე დედაქალაქელებთან და ბათუმის "დინამო" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა, რომელსაც თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა და მასპინძელთა გუნდს გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს - ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" დაზავდნენ (1:1).

ბათუმის „დინამოს“ აქამდე თბილისის „დინამო“ ამ სეზონში სამჯერ ჰყავდა დამარცხებული, 7 ქულით უსწრებდა და გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ინაღდებდა ჩემპიონობას. მე-18 წუთზე სტუმრები ბარნსმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, შეუტიეს. ჯერ არბიტრმა საჯარიმოში ფლამარიონის წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა, მერე კი ჯიღაურმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, აჭარული გუნდი უტევდა,
ხოლო დედაქალაქური თავს იცავდა და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. მომენტები არც ერთ კართან არ იქმნებოდა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ფრედ დასრულდა. ფრემ გეგუჩაძის შეგირდებს სოლიდური უპირატესობა შეუნარჩუნა და ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ოქროს მედლებს კიდევ უფრო მიუახლოვა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 0:1 ბარნსი (18), 1:1 ჯიღაური (38)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური (გროზურეკი 90+2), მამუჩაშვილი (ზარია 74), ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 89), ფლამარიონი (შინდაგორიძე 89), ფანცულაია (გაფრინდაშვილი 74)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (5-1-3-1): პრიეტო, კალანდაძე, ბენიო, სპორკსლედე, ხვადაგიანი, ხარაბაძე, რადინი (მოისწრაფიშვილი 52), კუცია (კ) (მორჩილაძე 58), მექვაბიშვილი, ბარნსი (ქავთარაძე 68), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული