"საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია - ზღვისპირელები თბილისის "დინამოს" ისევ 4 ქულით გაექცნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ 4:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრის წინა დღეს თბილისის „დინამომ“ მოიგო, ზღვისპირელებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაიძაბა. თუმცა „საბურთალომ“ მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე საამისო არც რესურსი გააჩნია და არც უნარი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, შესვენებამდე ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. 57-ე წუთზე კობახიძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდნენ და თამაშის გამწვავება მართებდათ, სტუმრები მხოლოდ თავის
დაცვით იყვნენ დაკავებულნი. მწვრთნელ შუბითიძის სამმაგმა შეცვლამაც ვერაფერი შეცვალა. შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმაც დალაშქრა შეხვედრის დასასრულს გოშაძის კარი და გეგუჩაძის შეგირდებმა „სამტრედიასთან“ მარცხის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

აჭარულმა გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე თბილისის „დინამოსთან“ 4-ქულიანი უპირატესობა აღადგინა და 6 ნოემბერს საგურამოში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო „საბურთალო“ 50 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და 7 ნოემბერს გასვლაზე „თელავს“ შეხვდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - საბურთალო 4:0
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (13, პენ), 2:0 კობახიძე (39), 3:0 კობახიძე (57), 4:0 გაფრინდაშვილი (87)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (მარგველაშვილი 78), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 78), ალთუნაშვილი, ტეიდი, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 71), ფლამარიონი, ჯიღაური, ფანცულაია (ზარია 55)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

საბურთალო (3-4-3): გოშაძე, შ. ნონიკაშვილი, კაკუბავა (კ), ჩაჩუა, ლაცაბიძე (მამაცაშვილი 62), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (მამაგეიშვილი 82), მალი, გულიაშვილი (კვერნაძე 62), ტაბატაძე (მანდრიჩენკო 62), გოჩოლეიშვილი (კოხრეიძე 72)

მწვრთნელი: შუბითიძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ise es jurnalistebi da komentatorebi titqmis yvela mikerdzoebuli xart tqven gindat tbilisis dinamo gaxdes chempioni yovel wels, ai mitxarit ra azri aq tbilisis mogebas? Tribunaze 200 kaci tu dadis, batumshi ki vicit ra xdeba , regulaciebi ro ariyos erovnili ligis tamashebzec gadaijedeba stadioni eski finansuri mxardajeraa, iqneb chempionta ligaze gavidnon, es xom qalaqis da qveynis reklama iqneba, ravi raze fiqrobt mashin uyuret fifias xelebshi
0

სიახლეები პოპულარული