მასპინძლები პირველ ტაიმში მარქველიძისა და ჟუნიორის გოლებით დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესული გულიაშვილის გოლით მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს.
„თელავმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 38 ქულით მე-7 ადგილზეა დ პლეი-აუტის ზონას 5 ქულით დასცილდა, ხოლო „საბურთალომ“, რომელსაც მწვრთნელი კორღალიძე დაუბრუნდა, მიჯრით მესამე მარცხი იწვნია და 50 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 მარაქველიძე (13), 2:0 ჟუნიორი (18), 2:1 გულიაშვილი
თელავი (3-4-3): სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, თევზაძე, კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი (კ), ჯანელიძე, შერგელაშვილი, მარაქველიძე (ჩუკვურა 66), რუხაძე (აშორტია 70), ჟუნიორი
მწვრთნელი: მიქაძე
საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, ლაცაბიძე (მამაცაშვილი 77), ჯგერენაია, კაკუბავა (კ), მალი, ძებნიაური (მანდრიჩენკო 65), შ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე (ერისთავი 85), გოჩოლეიშვილი (კვერნაძე 77), ლ. ნონიკაშვილი, კოხრეიძე (გულიაშვილი 65)
მწვრთნელი: კორღალიძე