"ტორპედოს" მწვრთნელად გია ცეცაძე დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ქუთაისის „ტორპედოს“ გია ცეცაძე უხელმძღვანელებს. 47 წლის სპეციალისტს ქართულ საფეხბურთო წრეებში განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გია ცეცაძე, ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში, წლების მანძილზე მუშაობდა უმაღლესი ლიგის გუნდებში. წვრთნიდა გორის "დილას", "ლოკომოტივს", "საბურთალოსა" და "სამტრედიას", რომელთან ერთადაც 2016-17 წლის საფეხბურთო სეზონში, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული დაისაკუთრა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. იმუშავა უკრაინის უმაღლეს ლიგაში, სადაც "ლვოვის" სათავეში ყოფნისას, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 8 შეხვედრა ჩაატარა.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი 21 ნოემბერს „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, „ტორპედოსა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებისას შედგება".