ეროვნული ლიგის 34-ე ტურის დასკვნით მატჩში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ 4:1 სძლია.
„ტორპედომ“ პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „სამტრედია“ 23 ოქტომბერს დატოვა.
დებიუტში მასპინძლები პენალტით ცინცაძემ დააწინაურა, მალე გადრანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 30-ე წუთზე წოწონავამ „ტორპედო“ისევ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში რეკიშმა და ბუკასმაც დალაშქრეს ქურდაძის კარი და ქუთაისელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
„ტორპედო“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონის მიღმა მყოფ უახლოეს გუნდს, „თელავს“ 2 ქულით ჩამორჩება, „სამტრედიას“ კი მომავალ სეზონში მეორე ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სამტრედია 4:1
გოლები: 1:0 ცინცაძე (5, პენ), 1:1 გადრანი (13), 2:1 წოწონავა (30), 3:1 რეკიში (75), 4:1 ბუკასი (79)
პლეი ოფს კი ვერ ასცდება.ასე რომ სავარაუდოდ სამივე დასავლეთქართული კლუბი, შუქურა, ტორპედო,სამტრედია, მეორე ლიგის წევრები გახდებიან 3 კვირაში.