"ტორპედომ" ცეცაძის ხელმძღვანელობით "სამტრედია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის დასკვნით მატჩში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ 4:1 სძლია.

„ტორპედომ“ პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „სამტრედია“ 23 ოქტომბერს დატოვა.

დებიუტში მასპინძლები პენალტით ცინცაძემ დააწინაურა, მალე გადრანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 30-ე წუთზე წოწონავამ „ტორპედო“ისევ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში რეკიშმა და ბუკასმაც დალაშქრეს ქურდაძის კარი და ქუთაისელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„ტორპედო“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონის მიღმა მყოფ უახლოეს გუნდს, „თელავს“ 2 ქულით ჩამორჩება, „სამტრედიას“ კი მომავალ სეზონში მეორე ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ქუთაისი. „რამაზ
შენგელია“

ტორპედო - სამტრედია 4:1
გოლები: 1:0 ცინცაძე (5, პენ), 1:1 გადრანი (13), 2:1 წოწონავა (30), 3:1 რეკიში (75), 4:1 ბუკასი (79)

მკითხველის კომენტარები / 5 /
"ტორპედოს" წარმატება გვახარებს, მაგრამ სრულიად გაუგებარია ცეცაძის მიწვევა, კრიტიკას ვერ უძლებს მისი ტაქტიკა და თამაშის სტილი, რომელმაც,"სამტრედიას", საკმაოდ კარგი შემადგენლობით კრახამდე მიიყვანა,, 5 ტურით ადრე გუნდის მიტოვება და სამარცხვინო ქცევა საერთოშორისო ტურნირზე ნაკრების თავკაცის სტატუსით უხამსი საქციელი, დამამცირებელი ურთიერთობა შევირდებთან, რომელუც არაა სამალული, ყოველივე ეს და არა მარტო, ისეთ ინტელექტუალურ ახალ მფლობელთა შეჩერებული არჩევანი, გასაკვირია.
სერგო
10:49 22-11-2021
0
ხელსახოცად მიიწვიეს, იციან რომ პლეი ოფში მოგების შანსი არ აქვს ტორპედოს.
პლეი ოფს კი ვერ ასცდება.ასე რომ სავარაუდოდ სამივე დასავლეთქართული კლუბი, შუქურა, ტორპედო,სამტრედია, მეორე ლიგის წევრები გახდებიან 3 კვირაში.
kakoie
12:58 22-11-2021
7

სიახლეები პოპულარული