მარტვილში ადგილობრივმა "მერანმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. ეროვნულ ლიგაში აღზევების მსურველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს - მე-13 წუთზე მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ მცველები ჩამოიცილა, საჯარიმოში შევიდა, მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა.
33-ე წუთზე სილამ კვლავ იაქტიურა, დაცვის ხაზის შეცდომით ისევ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. შოვნაძემ ფორვარდი წესების დარღვევით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანი კიჭი მელიავამ დაარტყა - "ტორპედოს" კიპერმა თავისი დანიშნულება შეასრულა და საკმაოდ რთული დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე მელიავამ
გია ცეცაძემ მეორე ნახევარი ორმაგი ცვლილებით დაიწყო - მოედანზე ლევან წოწონავა და სამუელ ინკუმი შემოვიდნენ. მარტვილელებმა აქცენტი უფრო მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს. ამავდროულად, მათ რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევაც შემოგვთავაზეს. სილა ისევ საფრთხეს წარმოადგენდა - შემტევისგან ერთხელ ძალიან ეფექტური თამაში ვიხილეთ.
შეხვედრის ბოლოს, მიდუმის ჩაწოდების შემდეგ, ახვლედიანი ბურთს კარში გზავნიდა, თუმცა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა ამ მატჩში მშვენიერი რეაქცია კიდევ ერთხელ გამოავლინა. საბოლოოდ, ქუთაისელებმა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს და განმეორებითი შეხვედრის წინ რთული მისია აკისრიათ.
08.12. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
"მერანი" - "ტორპედო"
გოლები: 1:0 სილა (13), 2:0 მელიავა (34)
გამოუყენებელი პენალტი: მელიავა (34)
ქობულეთში კი მასპინძელი "შუქურა" "გაგრას" დაუხვდა. შეხვედრა სტუმრებისთვის კატასტროფულად დაიწყო - ორწუთიან მონაკვეთში ლაშა თოთაძე 2-ჯერ გააფრთხილეს და შესაბამისად, მოედანი დაატოვებინეს.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა შეხვედრას გარკვეული დაღი დაასვა. მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხეს.
08.12.21 ქობულეთი. ჩელე არენა.
"შუქურა" - "გაგრა" 0:0
გაძევება: თოთაძე (20)
განმეორებითი შეხვედრები 12 დეკემბერს შედგება.
ცუდია ელიგაში უმაყურებლო კლუბები, მაგრამ, მოუწევს შუქურას და ალბათ ტორპედოსაც მეორე ლიგის ჩიმპიონის სტატუსისათვის ბრძოლა მომავალ წელს.