ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა.

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ტორპედოს“ პირველი შეხვედრა მარტვილში 0:2 ჰქონდა წაგებული, რთული ამოცანის წინაშე იდგა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რომლებიც სტადიონზე მრავლად მივიდნენ და თავის გუნდს აქტიურად უქომაგეს.

დებიუტში თანაბარი თამაში იყო, შუა პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს: ზიდანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ახვლედიანს გოლის გატანა ბეგაშვილმა არ დაანება, ტაბატაძემ
მიზანს ააცილა, ბუკასმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ქუთაისელებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ - დასაწყისში ახვლედიანს შეეძლო გატანა, მაგრამ დაახანა და გეგიამ განმუხტა სიტუაცია. 65-ე წუთზე კი ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები როგორც იქნა გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე. შესვენებაზე შესულმა მუდიმუმ კი 87-ე წუთზე თავურით დალაშქრა მარტვილელთა კარი და დამატებითი დრო დაინიშნა.

ზეაქტიურმა ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთს ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ანგარიში 3:0 გახდა, „მერანის“ მწვრთნელმა მონიავამ სამმაგი შეცვლით სცადა თავდასხმის გაძლიერება, 118-ე წუთზე წულაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო შოვნაძის კარის აღება, "ტორპედომ" გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - მერანი 3:0 (ძირ. დრო 2:0)
გოლები: 1:0 ცინცაძე (65, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

ტორპედო: შოვნაძე, აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია, ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე (კ), ბუკასი (მახარობლიძე 80) , ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

მწვრთნელი: ცეცაძე

მერანი: ბეგაშვილი, გეგია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, მელიავა (კ), შალამბერიძე (ფაცაცია 105), ჯღამაია (სიხარულია 105), ლაღაძე (წულაია 46), ქანთარია (მასოაბი 67), გოგოლიძე (ლომთაძე 105), სილა

მწვრთნელი: მონიავა

მკითხველის კომენტარები / 40 /
რაც არ უნდა დაიბოღმოთ და კუდები აბათ ტორპედოს ჰეითერებო გუნდი გადარჩა და ქვეყანაში საუკეთესო გულშემატკივრების არმია რომ ყავს ამ გუნდს გუშინაც დამტკიცდა 12 ათასი კაცი მივიდა პლეიაუტის თამაშზე საყვარელი გუნდის გასამხნევებლად რომელი ქართული გუნდი მიიყვანს ამდენ ქომაგს ერთად ამასაც პასუხი გაეცა. და ტორპედო რომ დარჩა ლიგაში პირდაპირ ამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულის ჟინის და უდიდესი მხარდაჭერის დამსახურებაა. წარმატებები ახალ სეზონში ტორპედო შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ.
Poliar
13 დეკემბერი 2021 09:05
5
რა საუკეთესო არმია ბურთს და ყავას არიგებდნენ იმიტომ მოხვედით უმეტესობა
simartle
13 დეკემბერი 2021 11:05
13
ტორპედო ძალიან სუსტი გუნდია,კარგია რომ დარჩა,ყველა მოუგებს..
ლოკო
13 დეკემბერი 2021 00:07
27
სირცხვილია... 72 წუთზე მერანს 100 % იანი გოლი არ ჩაუთვალეს. პენალტის ეპიზოდში დარღვევა ზედ ხაზზე იყო ასე რომ ეგეც სადავოა. ეს ორი ეპიზოდი რატომ არ შეაფასა სტატიის ავტორმა? მერანის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. სირცხვილია....
kaxeli
13 დეკემბერი 2021 07:04
20
ტორპედო და დინამო ლიგა 2ში!სამარცხვინო ხელმძღვანელობა ჰყავთ ორივე გუნდს.
გიორგი კ
12 დეკემბერი 2021 23:00
10
ტორპედოს ვულოცავ გადარჩენას...პლეი აუტის სისტემა არის მაგარი უსამართლობა,მარტველელებმა მთელი წელი იბრძოლეს იშრომეს ყველაფერი ჩადენ, გავიდნენ სამეულში და მთელი წლის ნაშრომი ჩაეყარათ წყალში უასამართლო პლეიაუტის სისტემის გამო.. უნდა გაუქმდეს პლეი აუტის
გაბუ
13 დეკემბერი 2021 10:42
8
უსამართლო სისტემა რატომაა ?!სირცხვილი და თავის მოჭრა იქნებოდა ქუთაისის ტორპედო ეს ძირძველი ქართული გუნდი,ქვედა ლიგაში იყოს და მატვილი უმაღლესში
dito
13 დეკემბერი 2021 12:31
8
ქუთაისს ვულოცავ, ეს თუ მისალოცია პლეი-აუტი, ეგრე იყოს. ცეცაძე კი გააგდეთ რუსები რო იტყვიან "поганной метлой"!
რატი
13 დეკემბერი 2021 09:27
9
იმედია, მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნება "ტორპედოსთვის". სულ ცოტა, სამეულისთვის იბრძოლებს...
tngh
13 დეკემბერი 2021 14:49
2
თბილის იმერეთის ეროვნული ლიგა გვაქ ფაქტიურად
ბაჩი
13 დეკემბერი 2021 01:43
6
სადაც სულ ცოტა ნახევარზე მეტი მეგრელები თამაშობენ სამეგრელოდან. თანაც არ მგონია ბათუმი იმერეთი იყოს. რა გახდა ერთი აკადემიის გაკეთება და ადგლობრივი მოზარდების დაკავება სამეგრელოში? თუმცა იმედი მაქვს მალე გამოსწორდება მდგომარეობა, გამომდინარე სამეგრელოს პოტენციალიდან.
გიზოგ
13 დეკემბერი 2021 15:14
0
გეთანხმები, ცეცაძის ხელში ვერაფერს მიაღწევს ტორპედო
sormona
12 დეკემბერი 2021 22:46
9
saidan amdeni torpedos sizulvili ver gamigia, ra dagishavat am gundma aseti ro ver itant , kvelas ar vgulisxmob, torpedos rtuli sezoni konda da saertod 2 celia upulod tamashobda pegburtelebi, gundi vardeboda da 12 atasi kaci movida mis mxardasasherad, sanam torpedoze rame sisuleles itkvit tkveni kalakis gundebs shexedet da nu edrebit 75 clis cin daarsebul gunds, romelic 4 jer kveknis shempioni 4 jer tasis da 2 jer supertasis mplobelia, evropis pleiops agar vatvli , mis mere arcert kartul gunds ar miugcevia makamde, sanam torpedos miedrebit manamde tkveni gundebit shupashupsi mainc moiget sircxvilia ubralod.
kutaisi
14 დეკემბერი 2021 16:30
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული