ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა.

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ტორპედოს“ პირველი შეხვედრა მარტვილში 0:2 ჰქონდა წაგებული, რთული ამოცანის წინაშე იდგა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რომლებიც სტადიონზე მრავლად მივიდნენ და თავის გუნდს აქტიურად უქომაგეს.

დებიუტში თანაბარი თამაში იყო, შუა პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს: ზიდანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ახვლედიანს გოლის გატანა ბეგაშვილმა არ დაანება, ტაბატაძემ
მიზანს ააცილა, ბუკასმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ქუთაისელებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ - დასაწყისში ახვლედიანს შეეძლო გატანა, მაგრამ დაახანა და გეგიამ განმუხტა სიტუაცია. 65-ე წუთზე კი ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები როგორც იქნა გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე. შესვენებაზე შესულმა მუდიმუმ კი 87-ე წუთზე თავურით დალაშქრა მარტვილელთა კარი და დამატებითი დრო დაინიშნა.

ზეაქტიურმა ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთს ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ანგარიში 3:0 გახდა, „მერანის“ მწვრთნელმა მონიავამ სამმაგი შეცვლით სცადა თავდასხმის გაძლიერება, 118-ე წუთზე წულაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო შოვნაძის კარის აღება, "ტორპედომ" გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - მერანი 3:0 (ძირ. დრო 2:0)
გოლები: 1:0 ცინცაძე (65, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

ტორპედო: შოვნაძე, აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია, ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე (კ), ბუკასი (მახარობლიძე 80) , ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

მწვრთნელი: ცეცაძე

მერანი: ბეგაშვილი, გეგია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, მელიავა (კ), შალამბერიძე (ფაცაცია 105), ჯღამაია (სიხარულია 105), ლაღაძე (წულაია 46), ქანთარია (მასოაბი 67), გოგოლიძე (ლომთაძე 105), სილა

მწვრთნელი: მონიავა

მკითხველის კომენტარები / 40 /
გაიტანეთ ცეცაძე! გაიტანეთ!
გიო
15 დეკემბერი 2021 14:29
0
saidan amdeni torpedos sizulvili ver gamigia, ra dagishavat am gundma aseti ro ver itant , kvelas ar vgulisxmob, torpedos rtuli sezoni konda da saertod 2 celia upulod tamashobda pegburtelebi, gundi vardeboda da 12 atasi kaci movida mis mxardasasherad, sanam torpedoze rame sisuleles itkvit tkveni kalakis gundebs shexedet da nu edrebit 75 clis cin daarsebul gunds, romelic 4 jer kveknis shempioni 4 jer tasis da 2 jer supertasis mplobelia, evropis pleiops agar vatvli , mis mere arcert kartul gunds ar miugcevia makamde, sanam torpedos miedrebit manamde tkveni gundebit shupashupsi mainc moiget sircxvilia ubralod.
kutaisi
14 დეკემბერი 2021 16:30
0
ვეთანხმები აქ გამოთქმული უმრალესობის სამართლიან აზრს-ყველაფერი გააკეთდა იმის გულუსთვის რომ ტორპედო არ გავარდნილიყო.მოგონილი პენალტი,ბოლო წუთებზე გატანილი გოლები ა.შ. მერე ისევ ფედერაციას ემდურებიან ქუთაისელი ფანები.გაიხსენეთ საეჭვოდ მოგებული თამაშები.გაიხსენეთ რამდენჯერ გადაარჩინა ფედერაციამ ტორპედო დაქვეითებას.სამარცხვინოა უბრალოდ ეს რამდენიმე სეზონი ამ გუნდის მიმართ ასე გააფთრებული ზრუნვა.
Ფანები ჭკვიდან გადასულები არიან გეგონება ლიგა მოეგოთ.სამარცხვინო იყო წუწუნი და ტირილი არიქა დაინგრა სამყარო თუ გუნდი დაიშალაო ან დაქვეითდაო(არა მყავდეს ეგეც მანჩესტერი).
Ვულოცავ მერანს,ყოჩაღ ბიჭებო თქვენ მართლა გამარჯვებულები ხართ.უბრალოდ თქვენც იცოდით რომ მაინც არავინ გადაგიყვანდათ და არ ითამაშეთ სრული მობილიზიბეთ.რამდენჯერაც გადახვედით ტორპედოს ნახევარზე იმდენჯერ საცოდაოთ გამოიყურებოდა სახელოვანი გუნდი და მეტოქეთა რისხვა,საბჭოთა დროიდან მოყოლებული არნახული ტიტულების მქონე გუნდი,რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა ფეხბურთის ხერხემალს.
Სირცხვილი და თავის მოჭრა. Მეტს ვერაფერს ვუწოდებ გიშინდელ სპექტაკლს!
ლ.გიო
13 დეკემბერი 2021 16:12
19
მაგარი პროფესიონალური კომენტარია!!!ანუ იცოდნენ რომ უმაღლესში არავინ გადაიყვანდა და არ ითამაშეს სრული მობილიზებით???!!!მასეთი მიდგომით როცა სრული მობილიზებით ითამაშებენ არც მაშინ გაუმართლებთ!!!გაოგნებული ვარ!!!იმედია მარტვილის მესვეურები მასე არ აზროვნებენ,თორემ აქამდეც ვერ მოვიდოდნენ!
alex
14 დეკემბერი 2021 19:45
0
ვერანაირად ვერ ვხედავ ჩანაწერის სხვადასხვა სიჩარით ნახვისას მიზეზს რომ პენალტი დაედოთ მაშინ როდესც ფეხბურთელმა თვითონ შეხტა ორ მცველს შორის იქნებ რომელიმეს წამოვებლანდოოო.. პენალტი უსამართლოა, მერანი უსამართლოდ დაიჩაგრა.
სამარცხვინოა კიდევ ის რომ ევროპაში აიკრძალა გასვლითი მატჩის გოლის წონა , საქართველოში კი კორუფციულად დატოვეს...
მერანმა მასტერ კლასი უჩვენა ცეცაძეს და ტორპედოს მობილიზებული დაცვითი თამაშის და აგრესიული კონტრშეტევების. სირცხვილია მერანი რომ ელიგაში არ არის.
Jango
13 დეკემბერი 2021 15:20
15
კარაგუნისი მახსოვს ინტერში იყო ევრო 2004 საბერძნეთის ნაკრები. მოკლედ ზიდანი კარაგუნისი
ggg
13 დეკემბერი 2021 14:56
3
იმედია, მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნება "ტორპედოსთვის". სულ ცოტა, სამეულისთვის იბრძოლებს...
tngh
13 დეკემბერი 2021 14:49
2
ვა ქუთაისის ტორპედოში ზიდანი თამაშობს?
xxx
13 დეკემბერი 2021 14:47
2
ვინმეს სჯეროდა რომ მარტვილს გადაიყვანდნენ უმაღლესში ? პირველი თამაშის მერე რატომღაც ყველა ამბობდა რომ 3-0 დამთავრდებაო. თან ბოლო წამებზე გატანილი საეჭვო გოლი. ასე არასდროს არ განვითარდება ქართული ფეხბურთი. მაგ ლოგიკით არც ბათუმი უნდა გავარდნილიყო უმაღლესიდან და არც რუსთავი
ეუფ
13 დეკემბერი 2021 13:53
16
საშინელებაა, იმდენი იმუშავეს, რომ ყველაფრისადმი დაგვაკარგვინეს რწმენა. ადამიანუ კი რწმენაზე დგას.
გიზოგ
13 დეკემბერი 2021 14:53
6
ვულოცავ ტორპედოს და გია ცეცაძეს.
giabar
13 დეკემბერი 2021 11:43
5
ტორპედოს ვულოცავ გადარჩენას...პლეი აუტის სისტემა არის მაგარი უსამართლობა,მარტველელებმა მთელი წელი იბრძოლეს იშრომეს ყველაფერი ჩადენ, გავიდნენ სამეულში და მთელი წლის ნაშრომი ჩაეყარათ წყალში უასამართლო პლეიაუტის სისტემის გამო.. უნდა გაუქმდეს პლეი აუტის
გაბუ
13 დეკემბერი 2021 10:42
8
უსამართლო სისტემა რატომაა ?!სირცხვილი და თავის მოჭრა იქნებოდა ქუთაისის ტორპედო ეს ძირძველი ქართული გუნდი,ქვედა ლიგაში იყოს და მატვილი უმაღლესში
dito
13 დეკემბერი 2021 12:31
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული