გიორგი ფანცულაია: "ჩემ გარშემო ყველას ვეუბნები და აცრისკენ მოვუწოდებ, ხალხი აუცილებლად უნდა აიცრას"

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. სპორტსმენი სრულად ვაქცინირებულია და აღნიშნავს, რომ აცრა საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით გაიკეთა.

"აცრილი ვარ ორი დოზით. მე, პირადად, ჯერ არ მქონია კორონავირუსი, მაგრამ ავიცერი თავის დასაზღვევად. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის გამო, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე - გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

უნდა დავასრულოთ ეს პანდემია. მესმის იმ ხალხისაც, ვისაც ამ ვაქცინაციაზე კითხვები შეიძლება ჰქონდეს. ლოგიკურია, რომ ზოგ ადამიანს არ ესმის რაღაცები. ამიტომ, უფრო მეტი ადამიანი რომ აიცრას, რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე
უნდა იყოს ეს პროცესი.
უბრალოდ, ახლა, ამ ვითარებაში ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
ფეხბურთელებს, ისევე, როგორც სპორტის სხვა წარმომადგენლებს, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო. ერთხანს საერთოდ გუნდური ვარჯიშებიც აიკრძალა და ინდივიდუალურად თუ ვივარჯიშებდით. რა თქმა უნდა, ეს სპორტულ ფორმაზე ძალიან მოქმედებს.

კიდევ ერთი საკითხია - მაყურებელთა დასწრება თამაშებზე. ფეხბურთელისთვის ეს კიდევ ცალკე სპორტია. მაყურებლის ტრიბუნაზე ყოფნას სხვა დატვირთვა აქვს, მოტივაციას გაძლევს სპორტსმენს, კარგი ატმოსფერო იქმნება.

ჩემ გარშემო ყველას ვეუბნები და აცრისკენ მოვუწოდებ. ხალხი აუცილებლად უნდა აიცრას და იმედია, საბოლოოდ გვეშველება, თორემ ეს რთული ვითარება უკვე ძალიან დიდხანს გაიწელა", - ამბობს გიორგი ფანცულაია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული