ცხადაძემ "დინამოს" გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა, რომლისგანაც საინტერესო ამონარიდებს sportall.ge-ს მკითხველებს გავაცნობთ:

"დინამოსთვის" მეორე ადგილზე გასვლა ყოველთვის წარუმატებლობად ჩაითვლება. ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია, ევროთასებზე ჩვენი ასპარეზობა არის წარუმატებელი...

ძალიან უარყოფითი წელი გამოდგა. ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო და სამომავლოდ შეცდომები უნდა გამოვასწოროთ...

პერსპექტივაში ბევრი ფეხბურთელი დავინახეთ, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ესეც აზარტია, რომ მათ დიდი ფეხბურთი სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით ითამაშონ, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში, გადაბარგდნენ ევროპის რომელიმე ტოპჩემპიონატში...

რა დინამიკაშიც მიდის ახლა სელექციის პროცესი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, პირველივე დღიდან
ჩვენთან ერთად იყოს ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც გვსურს და რომელთაც გვაწვდის ჩვენი სპორტული დირექტორი. მან აიღო ეს ფუნქცია საკუთარ თავზე და სელექციას სწორედ ალექსანდრე რეხვიაშვილი აკეთებს...

ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც თადარიგიდან იმავე დონის ფეხბურთელის შეყვანა, რა დონისაც არის სასტარტო მოთამაშე და ამით თამაშის გაძლიერება. ერთ პოზიციაზე, სულ მცირე, ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. სადაც კონკურენცია არ არის, იქ არასოდეს იქნება წინსვლა...

პირველ რიგში, ამ უარყოფითი წლის შემდეგ ჩვენს გულშემატკივარს უნდა ვთხოვო, მალე დაივიწყოს ეს წელი. ასევე, მინდა ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ მომავალი წლიდან! ეს არის ყველაზე მთავარი!.."

altთბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - ნიგერიელი მცველი პოლონეთიდან

altთბილისის "დინამო" ფორვარდით გაძლიერდა

altთბილისის "დინამო" უკრაინელი თავდამსხმელით გაძლიერდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია, მომავალი სეზონი უკეთესი იქნება... საერთოდ საქართველოს ფეხბურთისატვის. გუნდებში კონკურენცია იზრდება... მინდა ქუთაისის "ტორპედოც" ჩაერთოს მედლებისათვის ბრძოლაში. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
27 დეკემბერი 2021 15:55
0
ჯერჯერიბით რასაც უყურებ ეხლა რეხვიაშვილს მოყავს ბელორუსიაში ნათამაშები იგროკები(სადაც თვითონ მუშაობდა -სოლიგორსკში,ისე მთლად კარგად ვერ წამოვიდა მაქედან,რასაც წერენ იმენა ფეხბურთელების ყიდვის ამბავში)ეჰ ფიფია,ფიფია--ყველა აბოლებს და ის კიდევ მერე იმთი გადამკიდე ჩვენ გვაბოლებს და ბოლოს რეზულტატი ნოლი.
კახა ქ.
27 დეკემბერი 2021 07:46
1
Levani-ს-ს
ფიფიას მთელი საიტი რო ლანძღავდა მე ვიცავდი-ახალი ხარ ეტყობა აქ.
ფიფია ბიზნესმენია, არ არის აზრზე მენეჯმენტის.აქამდე სხვები აბოლებდნენ და ახლა ცხადაძე მოაჯდა-რა გინდათ ბიჭო სანამ ბაჩანას არ დააბრუნებს ფეხბურთში და სასტავში დააყენებს(ხელფასის პონტია ფიფიასთანო)მანამდე ვერ გაიგებთ რაც არის ცხადაძე?
მე პირადული არაფერი მაქვს ცხადძესთან,მაგრამ როგორც კობისთან მოიქცა და შენნაირი გულშემატკივრებისგან პადდერშკა მოიპოვა(მთავარია კობის ოპონენტია.კობის ოპონენტი უეჭველი კაი ტრენერი იქნება ხო?)
მე დიდი სიმპატია ადრეც არ მქონდა,ამის მერე საერთოდ პირველი კრიტიკოსი ვიქნები და არ ვაპატიებ თელავთან 0-0 თამაშს და ასეთ შედეგებს.არც ფეხბურთელი მომწონდა-ნახეთ ინგლისთან სახლში 0-2 იქ რაებს აკეეთებს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების ინერციით ფრანკფურტში რო ითამაშა ეგ იყო და ეგ.
მერე დალშე-მაგის თბილისის ლოკომოტივი გახსოვთ ვინმეს? ფულის საჭრელი მანქანა 0 შედეგი 0 თამაში 0ტაქტიკა დადგებოდა და კიოდა სირბილლლლ!!!!(სირბილაძეს უკიოდა ქალივით)
მერე სხვა რა იყო-აზერბაიჯანში ან ყაზახეთში რამეს მიაღწია? ევროთასებზე ჯგუფში იყო? ფული არ ჰქონდა თუ რა.
აი შოთიმ დატოვა კვალი უზბეკეთში,ამან რა დატოვა იქ? არაფერი.
მერე ნაკრებში მოხვდა შემთხვევით- იმ წუთას ფხანით იყო დაკავებული და ნაკრები ანდეს და ამან ბაჩანა მოსვა ნაკრებში(ნუ თვითონ მოსწონს ალბათ,შვილია მაინც)
მერე ასე ალალბედზე ხელში ჩავარდნილ სამუშაოზე ეუბნებიან-გადახდის სისტემას შეგიცვლითო და ფეხები გაფშიკა პრემიალურზე-ანუ იმედი არ ჰქონდა რამეს რო მიაღწევდა და მოჭრილი ხელფასი უნდოდა(ძირითადად რის გამოც დაიმსახურა ჩემი პირადი გულისწყრომა)
არც მაგის ნაკრები მომწონდა-ესტონეთთან 0-3 პოლონეთთან 0-4 გაგახსენოთ?
რაც შეცვალა იყო ის რო ცენტრზე გადასულ ფეხბურთელებს იბიონატს არ ეძახოდა და ჩვენ შემტევი სტილის მიმდევრად ჩავთვალეთ რატომღაც.
მერე ამას მოჰყვა ფესერაციაზე განაწყენებული გულშემატკივრების თვალში(ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ნაწილი მართლა გულშემატკივარი-მეც ასევე) მაგათ თვალში ცხადაძის პერსონის გაჰეროება წავიდა და ყველაფრის კობიზე გადაბრალება(კობიმ მარტო კარგი გააკეთა რაც ჯერ გააკეთა)
აი მაგალითად არის საიტი ლელო და ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე-ვისთანაც რამდენი კომენტარიც დავწერე სადაც ცხადაძე გავაკრიტიკე ან კობი შევაქე არაფრის დიდებით არ აქვეყნებს..რა ვიცი-რა ვიცი.
და-ისე ეს კამათი უბრალო ფრაზას მოჰყვა რაც არარეალურია,ვერ იარსებებს გუნდი 22 თანაბარი ძალის ფეხბურთელით,შანსი არაა მაგის-არსებობენ ძირითადის კაცები-ტიპები რომლებიც თამაშების 60% თამაშობენ და შეცვლები-ეს რაღაც ახალი დებილობაა 22 არა 44 თითო პოზიციაზე 4 კონკურენტი.
Levani
27 დეკემბერი 2021 01:16
3
მე ძალიან მომწონს დინამოს წლევანდელი სელექცია,ორი ბრაზილიელის დამატებას აპირებენო და ეგეც თუ გამოვიდა მშვენიერ შემადგენლობას მოუყრიან თავს.
თემო
26 დეკემბერი 2021 23:36
1
Ლევან შენ იყიდე რომელიმე ქართული გუნდი,ვიტ-ჯორჯია თუნდაც და შენ გააკეთე ფიფიაზე მეტი არ გინდა?ფიფიას და დინამოს და ცხადაძეს საერთოდ შევეშვათ და მიდი შენ გააკეთე ფიფიაზე მეტი,დახარჯე ფიფიაზე მეტი ფული.ხო ვიძახით ფიფია ფულს აკეთებს მარტო და დახარჯვა არ უნდაო-მიდი შენ იყიდე გუნდი და იშოვე შენც ფული.ან ცხადაძეზე მეტი გააკეთე ვინ გიშლის?არ გინდა მწვრთნელობა?მიდი ჩაუდექი რომელიმე გუნდს სათავეში,მოიუვანე ტოპ ლეგიონერები,გაიყვანე გუნდი ევრო ტურნირებზე და მოიგე არ გინდა?ლაპარაკზე ადვილი არაფერია.აი საქმის კეთება კი ძნელია.
levani-ს
26 დეკემბერი 2021 20:05
5
100%
ვახო
26 დეკემბერი 2021 23:33
1
სანამ მართლა, გულშემატკივრისთვის გასაკვირი ტრანსფერებს არ გაჩარხავთ თქვენი საუბარი ჩვენთვის იქნება მხოლოდ ენის ტლიკინი და მეტი არაფერიი..
ასევე
26 დეკემბერი 2021 18:25
0
ეს სადღეგრძელოები ვერ მოიშალეს.ბოლო 4 წელი ყველაზე პოპულარული სადღეგრძელოა- "თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ(?!) ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი"
ეს გამოთქმა სიდებილით უტოლდება შემდეგ გამოთქმებს-
"ლუდი 10 თეთრი,პური5 თეთრი"
"წაკუზულზე ალალია"
"სამი კუთხური ერთი პენალტი"
ანუ ამას მართლა ჰგონია რო მინიმუმ 11 კარგი ფეხბურთელი სკამზე დაჯდება და ასე იქნება მთელი სეზონი- არ გაიქცევიან,იჯდებიან ასე ბედნიერად სკამზე.
რატო? რამე გასაბედნიერებელ ტაბლეტებს დაალევინებთ? ვაბშე აზრზე ხართ? თუ აზერ-ყაზახურ გამოცდილებას გვიზიარებთ?
Levani
26 დეკემბერი 2021 17:12
5
ესეც იგივეს აწვება, გავზარდოთ ფეხბურტელები და მერე ევროპაში დავბინაოთო. დინამოს გულშემატკივარს რა ამით? არაფერიც არ იცვლება
dato
26 დეკემბერი 2021 17:08
2
ღირსება და ზნეობა
შოკირებული გულშემატკივარი
26 დეკემბერი 2021 15:56
1
ითამაშეთ ევრო ტურნირზე და გულშემატკივარიც მოვა !!!
beqa
26 დეკემბერი 2021 13:04
0
ანუ 4 თამაშზე ჯგყფამდე და 3ზე ჯგყფში?
Giorgi
28 დეკემბერი 2021 07:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული