"დინამოსთვის" მეორე ადგილზე გასვლა ყოველთვის წარუმატებლობად ჩაითვლება. ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია, ევროთასებზე ჩვენი ასპარეზობა არის წარუმატებელი...
ძალიან უარყოფითი წელი გამოდგა. ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო და სამომავლოდ შეცდომები უნდა გამოვასწოროთ...
პერსპექტივაში ბევრი ფეხბურთელი დავინახეთ, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ესეც აზარტია, რომ მათ დიდი ფეხბურთი სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით ითამაშონ, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში, გადაბარგდნენ ევროპის რომელიმე ტოპჩემპიონატში...
რა დინამიკაშიც მიდის ახლა სელექციის პროცესი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, პირველივე დღიდან
ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც თადარიგიდან იმავე დონის ფეხბურთელის შეყვანა, რა დონისაც არის სასტარტო მოთამაშე და ამით თამაშის გაძლიერება. ერთ პოზიციაზე, სულ მცირე, ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. სადაც კონკურენცია არ არის, იქ არასოდეს იქნება წინსვლა...
პირველ რიგში, ამ უარყოფითი წლის შემდეგ ჩვენს გულშემატკივარს უნდა ვთხოვო, მალე დაივიწყოს ეს წელი. ასევე, მინდა ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ მომავალი წლიდან! ეს არის ყველაზე მთავარი!.."
თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - ნიგერიელი მცველი პოლონეთიდან
ფიფიას მთელი საიტი რო ლანძღავდა მე ვიცავდი-ახალი ხარ ეტყობა აქ.
ფიფია ბიზნესმენია, არ არის აზრზე მენეჯმენტის.აქამდე სხვები აბოლებდნენ და ახლა ცხადაძე მოაჯდა-რა გინდათ ბიჭო სანამ ბაჩანას არ დააბრუნებს ფეხბურთში და სასტავში დააყენებს(ხელფასის პონტია ფიფიასთანო)მანამდე ვერ გაიგებთ რაც არის ცხადაძე?
მე პირადული არაფერი მაქვს ცხადძესთან,მაგრამ როგორც კობისთან მოიქცა და შენნაირი გულშემატკივრებისგან პადდერშკა მოიპოვა(მთავარია კობის ოპონენტია.კობის ოპონენტი უეჭველი კაი ტრენერი იქნება ხო?)
მე დიდი სიმპატია ადრეც არ მქონდა,ამის მერე საერთოდ პირველი კრიტიკოსი ვიქნები და არ ვაპატიებ თელავთან 0-0 თამაშს და ასეთ შედეგებს.არც ფეხბურთელი მომწონდა-ნახეთ ინგლისთან სახლში 0-2 იქ რაებს აკეეთებს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების ინერციით ფრანკფურტში რო ითამაშა ეგ იყო და ეგ.
მერე დალშე-მაგის თბილისის ლოკომოტივი გახსოვთ ვინმეს? ფულის საჭრელი მანქანა 0 შედეგი 0 თამაში 0ტაქტიკა დადგებოდა და კიოდა სირბილლლლ!!!!(სირბილაძეს უკიოდა ქალივით)
მერე სხვა რა იყო-აზერბაიჯანში ან ყაზახეთში რამეს მიაღწია? ევროთასებზე ჯგუფში იყო? ფული არ ჰქონდა თუ რა.
აი შოთიმ დატოვა კვალი უზბეკეთში,ამან რა დატოვა იქ? არაფერი.
მერე ნაკრებში მოხვდა შემთხვევით- იმ წუთას ფხანით იყო დაკავებული და ნაკრები ანდეს და ამან ბაჩანა მოსვა ნაკრებში(ნუ თვითონ მოსწონს ალბათ,შვილია მაინც)
მერე ასე ალალბედზე ხელში ჩავარდნილ სამუშაოზე ეუბნებიან-გადახდის სისტემას შეგიცვლითო და ფეხები გაფშიკა პრემიალურზე-ანუ იმედი არ ჰქონდა რამეს რო მიაღწევდა და მოჭრილი ხელფასი უნდოდა(ძირითადად რის გამოც დაიმსახურა ჩემი პირადი გულისწყრომა)
არც მაგის ნაკრები მომწონდა-ესტონეთთან 0-3 პოლონეთთან 0-4 გაგახსენოთ?
რაც შეცვალა იყო ის რო ცენტრზე გადასულ ფეხბურთელებს იბიონატს არ ეძახოდა და ჩვენ შემტევი სტილის მიმდევრად ჩავთვალეთ რატომღაც.
მერე ამას მოჰყვა ფესერაციაზე განაწყენებული გულშემატკივრების თვალში(ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ნაწილი მართლა გულშემატკივარი-მეც ასევე) მაგათ თვალში ცხადაძის პერსონის გაჰეროება წავიდა და ყველაფრის კობიზე გადაბრალება(კობიმ მარტო კარგი გააკეთა რაც ჯერ გააკეთა)
აი მაგალითად არის საიტი ლელო და ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე-ვისთანაც რამდენი კომენტარიც დავწერე სადაც ცხადაძე გავაკრიტიკე ან კობი შევაქე არაფრის დიდებით არ აქვეყნებს..რა ვიცი-რა ვიცი.
და-ისე ეს კამათი უბრალო ფრაზას მოჰყვა რაც არარეალურია,ვერ იარსებებს გუნდი 22 თანაბარი ძალის ფეხბურთელით,შანსი არაა მაგის-არსებობენ ძირითადის კაცები-ტიპები რომლებიც თამაშების 60% თამაშობენ და შეცვლები-ეს რაღაც ახალი დებილობაა 22 არა 44 თითო პოზიციაზე 4 კონკურენტი.
ეს გამოთქმა სიდებილით უტოლდება შემდეგ გამოთქმებს-
"ლუდი 10 თეთრი,პური5 თეთრი"
"წაკუზულზე ალალია"
"სამი კუთხური ერთი პენალტი"
ანუ ამას მართლა ჰგონია რო მინიმუმ 11 კარგი ფეხბურთელი სკამზე დაჯდება და ასე იქნება მთელი სეზონი- არ გაიქცევიან,იჯდებიან ასე ბედნიერად სკამზე.
რატო? რამე გასაბედნიერებელ ტაბლეტებს დაალევინებთ? ვაბშე აზრზე ხართ? თუ აზერ-ყაზახურ გამოცდილებას გვიზიარებთ?