ეროვნული ლიგის 2 კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით 2 თვეა დარჩენილი. გუნდები სატრანსფერო ამბებით არიან დაკავებულნი, წყალტუბოს "სამგურალსა" და "თელავში" კი ახალი მთავარი მწვრთნელები იმუშავებენ.

როგორც "თელავის" ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ თანამდებობა ოჯახური მიზეზებით, საკუთარი სურვილით დატოვა. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

წყალტუბოს "სამგურალის" დამრიგებელი სოსო ფრუიძე კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას აღარ შეასრულებს. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა sportall.ge-ს განუცხადა, ის კლუბში მუშაობას სხვა პოზიციაზე განაგრძობს, თუმცა კონკრეტულად ჯერ გარკვეული არაა და ახალი მწვრთნელის დანიშვნას დაელოდებიან.

2021 წლის ეროვნული ლიგა
"თელავმა" მე-6, "სამგურალმა" კი მე-7 ადგილზე დაასრულა.

altცხადაძემ "დინამოს" გულშემატკივრებს მიმართა

alt"დილამ" ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა - ინტერვიუ

altნოდარ იაშვილი თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული