ჯანო ანანიძე კვლავ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
POSTV ფეხბურთი წერს, რომ ჯანო ანანიძე კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. წყარო არ აკონკრეტებს, თუ რახნიანი კონტრაქტი გააფორმა 29 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის ჩემპიონთან.

მოგეხსენებათ, ანანიძე, გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ტრავმების გამო მან მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.

მას მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი დაუსრულდა, რომელიც აღარ გაგრძელდა და ის თავისუფალი აგენტი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გამიხარდა.
ძალიან მაგარია. მჯერა ფორმაში შევა და ნაკრებსაც გამოადგება, დინამო ბათუმს და საკუთარ თავსაც!
წარმატებები ჯანოს და დინამო ბათუმს!
მამუკა ქობულაძე
18:05 26-12-2021
2
ეს უკვე კარგი ტრანსფერია თუ ფორმაში შევა და ტრავმას არ მიიღებს + კოლუმბიელი დაიმატეს!! ცენტრ მცველები და მარცხენა ვინგერი მაღალი დონის
beqa
18:05 26-12-2021
2

სიახლეები პოპულარული