მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ დატოვა.
გიორგი მიქაძეს სკ "თელავთან" მოქმედი ხელეკრულება აკავშირებდა და ჩვენი გუნდიც ცხადია, მისი თავკაცობით აპირებდა ახალი სეზონისთვის მზადებას, თუმცა წასვლა ოჯახური მიზეზით, საკუთარი სურვილით ითხოვა, რაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და გულდასაწყვეტი გახლდათ.
სკ "თელავი" მადლობას უხდის გიორგი მიქაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს".