თბილისის "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, დაიშალა - სამწუხარო განცხადება

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ თბილისური კლუბი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ არსებული შემადგენლობით კლუბი, ფაქტობრივად, დაშლილია:

"მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს
პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის "ლოკომოტივი" თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა."

altჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა შუაშია ბიჯო დინამო მოსკოვზე მოგება? დინამო მოსკოვი კი არ არის ოკუპანტი-ფეხბურის გუნდია სადაც სხვათაშორის ჩვენი ლუკა გაგნიძე ირიცხება.
რა შუაშია ეს ურა პატრიოტიზმი..
ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ჯერ-ჯერობით ევროტურნირებზე დინამო-ვისლა იყო და მოვიგეთ კიდეც,კიდე უფრო მნიშვნელოვანი ბილბაო-დინამო იყო და იქ ცოტა დაგვაკლდა.
გულშემატკივარს-ვეთანხმები,სწორედ რომ აი დარდი. სათამაშო ბიზნესი საერთოდ ასაკრძალია ყველანაერი ფორმით- საერთოდ ბიზნესიც არ არის-ხალხს გვეთამაშებიან და გვყვლიფავენ.შენ თუ არ თამაშობ რა გარანტია გაქვს რო შენი შვილი არ გაეხვევა მგ მახეში და ოჯახს დაგიქცევს.ან შენი ძმაკაცი რო ცხოვრებას დაინგრევს და ბოლოს თავს მოიკლავს-ასე რამდენს მოუვიდა..თემა აკონტროლე თავი არ არის გარანტია,მე ვაკონტროლებ,მაგრამ ირგვლივ ბევრი ადამიანი გვყავს ვისი უბედურებაც ჩვენც გაგვაუბედურებს.
არ მაინტერესებს ასეთი გუნდი,ნაწილი თანხის ბიუჯეტიდან უნდა ვუხადოთ და მეორე ნაწილი ხალხის გატყავებით ნაშოვნი ფულიდან.
არ იქნება და ნუ იქნება-არც ბებიაჩემზე მიცემული პენსია მინდა რომელსაც მერე ჩემს დეიდაშვილს მოუგებენ.დახურონ და გააჯ..ნ-
ამ თამაშის,გეი კლუბების და ნარკოტიკების პროპაგანდისტებმა.
მოსკოვის დინამო კი არა ხვალ ტანკებით რო მოგადგებიან მეომრები რო არ გვეყოლება-იმიტო რო ჟორამ და შალიკომ ცოლების მოსაყვანი რაც საშუალება ჰქონდათ გემბლინგს შესტენეს და ოჯახები რო არ იქმნება და ბავშვები არ იბადება ქვეყანაში და უბედურება ტრიალებს- თბილისის ლოკომოტივის ლოგოთი დახვდით წინ ტანკებს.
მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ ვინც საოკუპაციო ხაზთან მიხვალთ და საჯდომს აჩვენებთ მტერს.
Levani
21:31 28-12-2021
8
ახლა ყველა სათამაშო ბიზნესის რეგულაციას დააბრალებს. არადა, გუნდს საკუთარი ბაზა და აკადემია გქონდეს, და ამასთან დაიშალო, მოხერხება უნდა. აკადემია კარგად რომ მუშაობდეს, მარტო აღზრდილების ტრანსფერებით უნდა ხერხდებოდეს გუნდის შენახვა. ჭიაბრიშვილამდეც ქონდა ლოკომოტივს ფინანსური პრობლემები, ხელფასების 70 პროცენტით რომ შეამცირეს და ამის გამო მწვრთნელი რომ წავიდა. მენეჯმენტმა თავისთავს უფრო უნდა დააბრალოს, ვიდრე გარეთ იშვერდეს ხელს.
პელიდი
21:11 28-12-2021
0

სიახლეები პოპულარული