"ტორპედო" აღარ ხუმრობს - მალე პაპუნაშვილს დაიმატებს?

AutoSharing Option
"ტორპედო" გაძლიერებას გააგრძელებს - გულშემატკივართა ჯგუფი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მალე მათ გუნდში ჩაირიცხება:

"26 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

ტრანსფერის დახურვა დასკვნით ფაზაშია და მალე გაოფიციალურდება".

პაპუნაშვილმა "აპოლონი" ცოტა ხნის წინ დატოვა. იქამდე თბილისის "დინამოში", "ვერდერის" დუბლებში, "სარაგოსასა" და "რასინგში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წინ ტორპედო ეს გუნდი ისევ იტყვის თავის სათქმელს და არა მარტო ეროვნულ ლიგაში დარწმუნებული ვარ. კარგი ხელმძღვანელობის ხელშია კლუბი რაც ყველას გვაიმედებს. ლაპარაკია ასევე ჩაკვეტაძის იჯარაზე, კანკავა 90 % ტოროში გადმოვა შეთანხმება ბოლოსკენ მიდის, არაბიძეზეც ცდა არ დააკლდება ნასიონალს, და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი საკმაოდ მაღალ კვალიფიციური ფრანგი და პორტუგალიელ შემტევებზე. ტორპედო უნდა გახდეს შერიფის და ბატეს ქართული მოდელი. ეს გეგმები მიზანმიმართულად ნაბიჯ ნაბიჯ პროფესიონალურად წარიმართოს რაც ხელმძღვანელებს აქვთ და ტორპედო უპირველესი გაახარებს ქართულ ფეხბურთს ევრო ტურნირებზე რაც ასე ჰაერივით ჭირდება პერმანენტული მარცხებით დაღლილ და ნიჰილიზმს მიცემული ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს.
Polon
01:22 10-01-2022
3
კარგი იქნება თუ დაბრუნდება ჩვენს ჩემპიონატში
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:22 10-01-2022
2

სიახლეები პოპულარული