არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი იმერულ კლუბთან დღეს 2-წლიან კოტრაქტს გააფორმებს.

Sportall.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ "ნასიონალი" არაბიძის გამოსასყიდ თანხად 400 000 ევროს ითხოვდა.

საბოლოოდ, პორტუგალიელები ქუთაისელებს 200 000 ევროზე შეუთანხმდნენ, ოღონდ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან პროცენტებს მიიღებენ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არაბიძე თურქეთში გაფრინდება და გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ღმერთმა ქნას 2 მილიონი გახდეს მისი ფასი. მთავრია ჭკუა ისწავლოს განვლილი ცხოვრებიდან და თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს.
ჰაჰა
24 იანვარი 2022 13:37
1
200,000 ევრო ბოლოს როდის გადაიხადა ქართულმა კლუბმა ტრანსფერში არც მახსოვს. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმედია ნამდვილად სერიოზული და ამბიციური პროექტი აქვთ ჩაფიქრებული.
nika
24 იანვარი 2022 15:12
1
კაია!
ახლა ინაწილონ დინამოებმა მეორე მესამე!
ტორპედო ჩემპიონ!
ქუთაისი
24 იანვარი 2022 12:41
14
მადლობა ღმერთს მოსცილდა "მოწინავე" ევროპას !! ეხლა ჯერი დინამოზეა ჩაკვეტაძე უნდა გამოისყიდონ გენტიდან და მთელს აქართველოს მოგვიმადლიერებენ !
zura222
24 იანვარი 2022 13:33
8
ვინ წერს წიგნებს მწვრთნელებისათვის, ვინც გიორგის მსგავს ნიჭიერ ფეხბურთელებს ავარჯიშებს და ასეთ სამარცხვინო ფასამდე აიაფებს? ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელებს უცხოეთში ისე ავარჯიშებენ, რომ მათი ფასი მუდმივად იზრდება და 20 მილიონ ევროზე ნაკლები იშვიათად არის!
Guja Kakhadze
24 იანვარი 2022 13:25
4
გიორგი ჯერ კიდევ შახტიორში იყო როცა ვაისმა ათამაშა ნაკრებში ლატვიასთან და მაშინ თქვა-ახალგაზრდა ბიჭს მეტი სირბილი და მონდომება სჭირდებაო.
Levani
24 იანვარი 2022 14:34
1
ტორპედოს ხელმძღვანელობის მხრიდან 200 ათასის ხარჯი იმ ფეხბურთელში რომელსაც მის კარიერაში ჯერ არაფერი არ გაუკეთებია, შესაძლოა გადაყრილ თანხად მოგვეჩვენოს, მაგრამ მეორე მხრივ, გუნდის ამბიციურობასაც აჩვენებს.
პელიდი
24 იანვარი 2022 16:08
1
როგორ თუ არაფერი გაუკეთებია? ეროვნულ ნაკრებში 4 თამაშიდან 3 გოლი გაიტანა. შედარებისთვის: ქვილითაიამ 30 თამაშიდან 6 გოლი გაიტანა.
სტატისტიკის ჭია
24 იანვარი 2022 23:27
2
კარგი ამბავია, გიორგი დიდი ტალანტია, ოღონდ მოძრაობა და საფეხბურთო აზროვნება ისწავლოს. თუ ცეცაძე ამას მოახერხებს, მართლაც შეუძლია ჩემპიონობისათვის ბრძოლა.
თენგაბი
24 იანვარი 2022 22:18
1
ძალიან კარგია ამბავია! ეს მართლაც დიდი ტალანტი ფეხბურთელი ამ ეტაპზე სწორედ ცეცაძესთან გუნდში უნდა იყოს. ვფიქრობ, მხოლოდ მას შეუძლია, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და რაკი ფსიქოლოგიაზე ჩამოვარდა საუბარი, ცეცაძის მიერ ფორმირებულ გუნდში არაბიძის ჩარიცხვა, როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა იტყოდა - დედის წიაღში დაბრუნების ტოლფასია :)
კირკიტა
24 იანვარი 2022 17:38
0
ქუთაისელებმა უკვე დაიწყეთ ბაქი ბუქი?გამახსენდა იმ იტალიელმა ფოკუსი რო ჩაატარა,თქვენ რო ირწმუნეთ და პირველი რაც იყო ეგა თქვით ეხლა ვაჩვენებთ დინამო თბილისსო.იმ მაფიოზმაც ცოლშვილი რო ჩამოიყვანა სტადიონზე გეგონება სილვიო მყავდა ბერლუსკონი. Მერე ისევ მუქარა ამას ვიზავთ,იმას ვიზავთ,მერე წუწუნი,ტირილი,რამის ლიგიდან გავარდნა და ყველას მხრიდან ყველაფერი გაკეთებული რო არ გავარდნილიყო...თქვე ბუმბულის ზარბაზნებო თქვენა!!!
ლ.გიო
24 იანვარი 2022 19:57
13
bumbulis zarbaznebo tkvenaaa , shecvale teksti dazvelda ukve.
BARSA
24 იანვარი 2022 21:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული