ანზორ მექვაბიშვილმა, საბა ხვადაგიანმა, ალექსანდრე კალანდაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა კლუბთან კონტრაქტები 2024 წლის ბოლომდე გააფორმეს. შეგახსენებთ, რომ ოთხივე ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია.
ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი 2020 წელს შედგა. საბა ხვადაგიანმა, ალექსანდრე კალანდაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა კი სადებიუტო მატჩები 2021 წელს გამართეს.
საკუთარი კონტრაქტები 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს თბილისური კლუბის ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ და შემტევმა დავით სხირტლაძემ. გასულ სეზონში პაპავამ "დინამოს" შემადგენლობაში 36 მატჩი გამართა, სხირტლაძე კი გუნდს
"დინამო თბილისთან" 1+1 სისტემით კონტრაქტი ასევე გაახანგრძლივა გიორგი გაბედავამ. გამოცდილი ქართველი ფორვარდი თბილისური კლუბის ღირსებას 2020 წლის სეზონიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგი გაბედავამ ლურჯ-თეთრების მაისური 43 შეხვედრაში მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
fcdinamo.ge