ხვიჩამ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ბათუმის "დინამოს" შედეგიანი ფრე "რუბინთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

საწყის წუთებშივე "თათრების" შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელიას 2 მშვენიერი მომენტი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა, მეორეში კი ლაზარე კუპატაძემ აჯობა.

საბოლოოდ, მატჩის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.

"ბათუმის" მხრიდან გოლები ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი მე-60 (პენალტით) და 89-ე წუთებზე გამოიჩინა.

"თათრების" შემადგენლობიდან კი ონუგხამ (65) და კლიმოვმა (67) გაიტანეს.


მკითხველის კომენტარები / 9 /
რეხვიაშვილის იმედზე აპირებს ბათუმი ყოფნას? მითუმეტეს ევროთასებზე? გუნდი საერთოდ არ გაძლიერებულა
ხომ
22:24 08-02-2022
5
ბათუმელთა 6 ნომერი მთლა უფროსია?
იცის ალბათ
21:37 08-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული