ბათუმის "დინამომ" განელი მცველი დაიმატა - მას ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ მომდევნო სეზონიდან მათი გუნდის ღირსებას 28 წლის განელი მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი დაიცავს.

ეროვნული ლიგის ჩემპიონების Facebook-გვერდი წერს, რომ კონტრაქტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ის ზღვისპირელებს ხვალ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

ფრიმპონგის ბოლო გუნდი საუდის არაბეთის "ალაინი" იყო. აფრიკელ უკანახაზელს ასევე დაუცავს იტალიური "ვიჩენცას", სერბული "ვოივოდინას", "ცრვენა ზვეზდასა" და "ნაპრედაკის" ღირსებაც. არაბეთში გადასვლამდე ბოლოს ის "ფერენცვაროშის" ფორმას ირგებდა.

სწორედ უნგრული კლუბის რიგებში ითამაშა მან ჩემპიონთა ლიგასა (2 სეზონი, 10 მატჩი) და ევროპის ლიგაზეც (ერთი სეზონი, 2 თამაში). 2017/18
წლებში მან ევროპის ლიგაზე 3 მატჩი "ვოივოდინასთან" ერთადაც გამართა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წელს 2 გუნდით გავალთ ჯგუფში(ვინც დისლაიქებს დაწერთ,ზაფხულში გაიხსენეთ ეს კომენტარი)
Levani
18:57 08-02-2022
14
ეგრე რა! საყრდენზე და მარცხენა ვინგერი მერე შეიძლება კონფერესზე გასვლაც ზაფხულამდე კიდე შეთამაშდება გუნდი მაგრამ სადაა მერო მინდა ისე :(
beqa
18:42 08-02-2022
2

სიახლეები პოპულარული