26 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ალვარო ლუის ტავარეს ვიეირა კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს. იგი გუნდს თურქეთში უკვე შეუერთდა, კონტრაქტი გააფორმა და დებიუტისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
ალვარო ტავარესი გორულ კლუბს უკრაინული პრემიერლიგის კლუბ "ლვივიდან" შეუერთდა, რომლის რიგებშიც 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 71 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
FC Dila gori