4 მარტს "ტორპედომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიური მხარის გამო გიორგი არაბიძის განაცხადში შეყვანა ჭიანურდებოდა. დღეს კი კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ პრობლემა მოგვარებულია და არაბიძეს ქუთაისურ გუნდში თამაშის უფლება აქვს:
"გიორგი არაბიძის ირგვლივ არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილია. ჩვენი ახალწვეული მომდევნო თამაშებში შეძლებს კლუბის დახმარებას!"
13 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, "ტორპედო" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და სავარაუდოდ, არაბიძის ოფიციალური დებიუტი შედგება.
დროის შეგძნების დაკარგვა და პუნქტუალურობის დაკარგვა საკუთარი მიზნების მიმართ ეგ ჩვენი სენია..
არაბიძეს,მჭედლიძეს,პაპუნაშვილს,კვირკველიას და კიდევ რამდენს გონია და ფიქრობენ(დნენ)რომ მაგარ ფორმაში ჩადგებიან რომ მოინდომონ..
მეც რომ მოვინდომო მილიონერი გავხდები უბრალოდ ხვალ მოვინდომებ ან ზეგ რომ ჯერ საქმეები მაქ)) დღეს დავგეგმავ))