ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გორის "დილამ", რომელიც 39-ე წუთზე ალეფ სანტოსის გაძევების გამო კაცნაკლული თამაშობდა, საკუთარ მოედანზე "სიონი" 2:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 68-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძის გოლით დაწინაურდნენ, თამაზ მაქაცარიამ წონასწორობა 74-ე წუთზე აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი ჰაჯი დრეიმმა 83-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "დილა" 9 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 2 აპრილს, "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"სიონი" 1 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 3 აპრილს კი "გაგრას" უმასპინძლებს.