ოფიციალურად - ხვიჩა ბათუმის "დინამოში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს "რუბინთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა და ბათუმის "დინამოში" ოფიციალურად გადავიდა.

უეფას გადაწყვეტილებით რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს უფლება აქვთ 30 ივნისამდე სხვა გუნდებში ითამაშონ, შემდეგ კი თავიანთ კლუბებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო სიტუაცია ისე ვითარდება, რომ შეიძლება მათ საბოლოოდ დართონ კონტრაქტების გაწყვეტის უფლება.

კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 16 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
პირადად მე მივესალმები ამ ფაქტს. არანაირი 'კატასტროფა' არ ხდება ამით ხვიჩასთვის ჩვენ ჩემპიონატს კი მარტო წაადგება. დავითაშვილიც რომ აქ წამოსულიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა.
გიორგი
16:21 25-03-2022
0
ისე ამბობთ ბათუმის "დინამო"-ში რამ გადაიყვანაო, თითქოს ტოპ გუნდები კალთებს ახევდნენ.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული