"სამგურალმა" "ზენიტის" შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე კარიერას "სამგურალში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე დაიმატა. ჩვენი გუნდის ახალწვეული ბოლოს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, "სამგურალში" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. "სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. გიორგი ჭელიძე "სამგურალში" 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე ჭელიძე მოსკოვის "დინამოს" აკადემიაში თამაშობდა. 2017 წელს დააწინაურეს "დინამოს" დუბლებში,
საიდანაც ბელგიურ ,,ტუბიცეში" გადავიდა. 2019–20 წლებში თამაშობდა ერევნის "არარატში", 2020–21 წლების სეზონში კი "ზენიტი 2"-ში ასპარეზობდა.

გიორგი ჭელიძეს რუსეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. იყო რუსეთის 16, 17 ,18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული