თბილისის "დინამომ" "დილას" დაძაბულ მატჩში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "დილა" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში ანტილევსკიმ დააწინაურა. შემდეგ კამარას გოლის გატანა გორელთა უკრაინელმა ახალწვეულმა მეკარე კანევცევმა არ დაანება, ტაიმის დასასრულს კი პაპავამ საჯარიმოდან გაიტანა. შესვენების შემდეგ სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და შეცვლაზე შესულმა გონსალვესმა თავურით დალაშქრა პრიეტოს კარი. მერე ივანიაძის დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, მადინგამ კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან. 86-ე წუთზე „დინამოს“ შეეძლო ანგარიშის გაზრდა, როდესაც კირკიტაძის განივი გადაცემა ბილენკიმ ვერ გამოიყენა. ბოლოს "დილა" შტურმზე გადავიდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ
მოახერხა.

"დინამო", რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩება, "დილა" კი ასევე 12 ქულით მესამე პოზიციაზეა.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - დილა 2:1
გოლები: 1:0 ანტილევსკი (2), 2:0 პაპავა (41), 2:1 გონსალვესი (63)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, სტეფენი (ხარაბაძე 73), პაპავა (კ), მექვაბიშვილი, ბარნსი (კირკიტაძე 63), მოისწრაფიშვილი (ლომინაძე 63), კამარა (გაბედავა 90), ანტილევსკი (ბილენკი 73)

დილა (4-2-3-1): კანევცევი, სილვა, ნონდი, ჭიჭინაძე, ჩიტეიშვილი, გაგნიძე (კ), სანტოსი, გომისი (ივანიაძე 56), ტავარეში (ლომთაძე 72), ღუდუშაური (გონსალვესი 45+1), მაქაცარია (მადინგა 72)

დღესვე მესამე ტურის გადადებული მატჩი „თელავსა“ და „სამგურალს“ შორის ლოგიკური ფრით, 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა უბედურებაა ამდენი აფრიკელი, თბ.დინამოში? კარგით რააა, მართლა და მართლა.
zura
23:27 06-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული