ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში "ტორპედომ" "ლოკომოტივი" 4:2 დაამარცხა.
"ტორპედო" დიდ უპირატესობას ფლობდა, 4:0 დაწინაურდა. სადებიუტო გოლი არაბიძემ გაიტანა. ამის შემდეგ მასპინძლები თითქოს მოეშვნენ და ორი გოლი გაუშვეს.
თავი შეცვლაზე შესულმა ხუციშვილმა და აწყურელმა გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ხუციშვილის გოლია, რომელმაც კარიდან წინ გამოსული ჰამზიჩი დაინახა და შორიდან დალაშქრა მისი კარი.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ლოკომოტივი 4:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (28), 2:0 ცინცაძე (42, პენ), 3:0 ნადარაია (53), 4:0 არაბიძე (60), 4:1 ხუციშვილი (88), 4:2 აწყურელი (90)
კერესელიძე შეინარჩუნე ცეცაძე, არ გაუშვა არსად. შენც მიყვები მაგას ვატყობ მიგაბრძანაებენ გულშემატკივრები
ტორპედოს გულშემატკივრებს მოთმინებისაკენ მოვუწოდებ.ახლად შეკრებილ გუნდს,საკმაოდ დიდი დრო სჭირდება საკუთარი თამაშის მოსაძებნად და თუ არ დააცდით,კიდევ უფრო მეტ ხანს დაგჭირდებათ ლოდინი,ნამდვილი ტორპედოს ნახვამდე.აგერ ბათუმი რომ ბათუმია და შარშან რა გუნდი ჰყავდა,წელს კი, კიდევ უფრო გაძლიერდა,მაგრამ ქულებს მაინც ჰკარგავს.რატომ?იმიტომ რომ მექანიზმში რაღაცა რომ იცვლება,მიმუშავების პერიოდის გავლაა აუცილებელი,სანამ მექანიზმი,კვლავ სრული ეფექტურობით ამუშავდება("მაგას აბკატკას " ეძახიან,ჟარგონზე).რაც მეტი ნაწილი შეიცვლება,მით მეტი დროა საჭირო.ჩხეტიანის ტორპედოც გაიხსენეთ,თავიდან როგორ ხიშტებით შეხვდით,ცუდი შედეგების გამო,მაგრამ შემდეგ რა ფეხბურთი ითამაშა, ტორპედომ.ჩხუბი და გინება კი არა,გვერდში დგომა უნდა გუნდსაც,მწვრთნელსაც და რა თქმა უნდა კლუბის მფლობელსაც.ერთად თუ არ იქნებით,ყველაფერი დაინგრევა,ეგეც ხომ თქვენსავე თავზე(ტორპედოზე) გაქვთ გამოცდილი.ხარებობას გილოცავთ და გისურვებთ მალე გაეხარებინოთ ტორპედოსაც.ძლიერი ტორპედოს გარეშე,ვერც ქართული ფეხბურთი გაძლიერდება.ეს ყველას გვესმის და არ გეგონოთ,რომ მხოლოდ თქვენ გედარდებათ მისი ბედი.უბრალოდ, თქვენ გუნდის გვერდით ხართ,ახლოდან უყურებთ ყველაფერს და უფრო მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე.წარმატებები!