კვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის "დინამო" "სამგურალს" ზესტაფონში ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

ბათუმელებმა მეტოქეს მისალმება არ აცადეს, ჯოვინო ფლამარიონმა უკვე მე-2 წუთზე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - რადინის ჩაწოდების შემდეგ, შოვნაძეს აუღებელი თავური დაურტა.

მე-6 წუთზე წყალტუბოელებმა ირაკლი აზაროვის შეტევაში ჩართვით ისარგებლეს და მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიში განავითარეს, რასაც მამუკა კობახიძის შეცდომა მოჰყვა. კუხიანიძე მეკარე ალავიძემ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებაც მიიღო. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულამა შეასრულა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. "სამგურალმა" გოლის გატანა
კუთხურიდან სცადა, რაც კინაღამ გამოუვიდა.

25-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას კარის აღება შეეძლო, თუმცა მეკარე შოვნაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და "კვარას" არ გაატანინა. აქვე, ტრავმის გამო, შეხვედრის გაგრძელება საქართველოს ნაკრების წევრმა ლადო მამუჩაშვილმა ვეღარ მოახერხა.

ბათუმელების დაცვის ხაზში პრობლემები სახეზე იყო, თუმცა სერგო კუხიანიძე ამას სათანადოდ ვერ იყენებდა. ტაიმის ბოლოს ჯოვინოს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა წყალტუბოელთა კიპერმა აქაც კარგად ითამაშა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, გრიგოლ ჩაბრაძემ მასიაშვილთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო, ყელის არეში იდაყვი მოხვდა და მოედანზე სასწრაფო დახმარების შემოყვანა გახდა საჭირო. ამ ეპიზოდმა შეხვედრაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და თამაშის ტემპი დაეცა. თანაც, მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო.

84-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იმოქმედა და რამდენიმე მეტოქეს ეფექტურად გაუმკლავდა, ბოლოს კი წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმა თავად ხვიჩამ შეასრულა, თუმცა არაზუსტად.

ბოლო წუთებში, ბათუმელთა რიგებში ჯანო ანანიძეც ვიხილეთ, კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცა. სტუმართა მე-2 გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების იყო - გუგა ფალავანდიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძეს გაატანინა. ფალავანდიშვილი ამაზე არ გაჩერედა და მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო - 0:3.

10.04.22. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

"სამგურალი" - "დინამო ბათუმი" 0:3

გოლები: 0:1 ფლამარიონი (2), 0:2 ლობჯანიძე (90+1), 0:3 ფალავანდიშვილი (90+6)

გამოუყენებელი პენალტი: კუხიანიძე (7)

მომდევნო ტურში, 18 აპრილს, "დინამო" გაგრას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" ეწვევა.

altარაბიძის სადებიუტო და ხუციშვილის საოცარი გოლი ჰამზიჩის კარში - "ტორპედომ" გაიმარჯვა [VIDEO]

altაცილებული პენალტი, გაძევება და ვაწაძის გოლი, როგორსაც ქართველი ფორვარდებისგან ხშირად ვერ ნახავ [VIDEO]

altკვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ის ვინ იყო რომ ყვიროდა, ოღონ კვარაცხელიას არ გაატანინოთ და ფეხებში ჩაუვარდითო თუ რაღაც...
მესმის ემოცია, ნეგატივივ, პოზიტივიც, ბრაზიც, შეძახილებიც მაგრამ ეს რა უაზრო მოწოდებებია.
ყველაფერში უკან როგორ ვართ განვითარების მხრივ :((
2
იმ კაცს სამუდამოდ ავუკრძალავდი ფეხბურთზე დასწრებას, დალეწერთ კვარაცხელიაო რომ ყვიროდა. რა გულისამრევი იყო. უმაგრესი ხალხი ცხოვრობს წყალტუბოში და ეგ როგორ დაუშვეს, რომ მათ რიგებში ყოფილიყო და წყალტუბო შეერცხვინა.
ამ ბიჭს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს და აქაურ მახინჯ მინდვრებზე, მახინჯად მოთამაშე მცველების გამო რამე დაემართოს არ შეგრცხვებათ ნეტა...
ტრანსფერი შედგეს და რაც გინდათ ის გიქნიათ მერე.
აქაურობას მაინც არ ეშველება, ასეთი დაბალგანვითარებადი ე.წ გულშემატკივრის გამო და არამარტო...
Winter
01:45 11-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული