ხვიჩას ფინტები გულგრილს ვერ დაგტოვებთ - კვარაცხელია "სახურავზე ავიდა" [VIDEO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჯერჯერობით გოლი და საგოლე პასი არ აქვს, თუმცა ამისთვის არც დიდი დრო ჰქონია. "კვარა" პერიოდულად საკუთარი მაღალი კლასის დემონსტრირებას ახდენს.


"სამგურალთან" დაპირისპირება (3:0 ბათუმელთა სასარგებლოდ) ზესტაფონში შედგა. "დავით აბაშიძის" მინდვრის საფარი იდეალურისგან შორსაა და ეს ტექნიკურ ფეხბურთელებს ხელს უშლის, თუმცა ერთ ეპიზოდში ხვიჩამ სულ სხვა დონე აჩვენა - მისი ფინტები ფეხბურთის გულშემატკივრებს გულგრილს ვერ დატოვებს.

ვიდეო აღებულია MatchDay-ს "ფეისბუქგვერდიდან"

altკვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
მაგარი ბიჭია, ნაკრებში ყველა თამაში კარგად ითამაშა, რამოდენიმე ძაან მაგრად. ესპანეთის და შვედეთის ნაკრების მცველები მენჯებიდან ამოაგდო:)) მეტი რა გასკეთოს ჯერ? წინ დიდი მომავალი აქვს. GO კვარა GO!!!
ბოღმიანებს
18:49 11-04-2022
0
კიდევ ერთხელ დავწერ. აქ ვიღაცეებმა ქვეყანა არ გიყვარსო დამაბრალეს.
რადგან პროტესტი გამოვთქვი ფეხბურთელის შეურაცხყოფაზე და ბინძურ მოწოდებებზე ტრიბუნიდან.
ქვეყანა რომ მიყვარს იმიტომ არ მინდა ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ და ნიჭიერ ფეხბურთელებს ასე ვექცეოდეთ.
განვითარებაზე რომ გვაქვს პრეტენზია მინიმუმ ტრიბუნებიდან დალეწვისკენ არ უნდა მოვუწოდებდეთ.
რა დაგიშავათ ასეთი?
გადამთიელი ხო არაა, ნაკრებში სიხარული არ მოგიტანათ? ყანაში ათამაშებ და კიდე ლანძღავ და აგინებ?
სულ რაღაც ორი თვით არის აქ და ელემენტარულია უაზრო შეძახილები მაინც არ იყოს. ასეთი ძნელი შესასრულებელია?
ვინც ჩემი კომენტარი ვერ გაიგეთ და ქვეყნის მიმართ სიძულვილში ჩამითვალეთ ეგ ჩემი პრობლემა არაა. ვიყო მე ქვეყნის მოძულე, და აი ასეთ დაბალი დონის საქციელებზე ყოველთვის რეაქცია მექნება თქვენთან განსხვავებით.
ამ ქვეყანას ჩემი ხელფასის 20% ს ვუხდი და მეტად განვითარებული თუ მინდა იყოს, თუნდაც სპორტულ გულშემატკივრობაში, ნუ გაგიკვირდებათ :))
Winter
13:09 11-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული