მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სანდო და ცნობილმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი დაადასტურა!

AutoSharing Option
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადადის.

როგორც მან საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა, "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასა და მატიას ოლივეირას ტრანსფერებს ხურავს და ორივე მომავალი სეზონიდან ნეაპოლელთა მაისურს მოირგებენ.

როგორც იცით, კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის შესახებ ბოლო 1 თვეა აქტიურად იწერება, მაგრამ ფაბრიციო რომანოსგან ამის მოსმენა უკვე მართლაც ინფორმაციის უტყუარობას ნიშნავს და ხვიჩაც მომავალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
დაბალი ხელფასია ჩემი აზრით! ჯეკოს აქვს 4 მილიონი და კვარას მისი ნახევარი მაინც არ ეკუთვნის?
გაბო
18:11 12-04-2022
6
შესაძლებელია ვცდებოდე მაგრამ სხვის საქმეში ყველა მართალია ვინც ცხვირს ჩაყოფს.. აი ტრიბუნაზე სულ სხვა გვარად ჩანს ყველაფერი..
ბევრისგან წერილი იყო მართლაც შესამჩნევი კომენტარებში ქომაგებთან დაკავშირებით რომ აღარ წავალ იგინებიან უხეშად საუბრობენო, მაპატიეთ მაგრამ მე თუ ასე მოვიქცევი ნებისმიერისგან მოვიღებ მართებულ შენიშვნას ბოდიშსაც მოვიხდი და შემდეგისთვის გავითვალისწინებ.. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავხვეწოთ იმიტომ რომ თაობები ისე გავიზარდეთ ფეხბურთის საყურებლად არ დავდიოდით აქედან გამომდინარე ზოგიერთებს შეიძლება მეტიც მოგვდის.. არაა მართებული მოედანზე არ მივალ და იქ ცუდები დადიან არაა მისაღები შენს გვერდით მჯდომის გამოძახილი თხოვე აუხსენი მარტივად რომ იქ ბავშვებიც არიან ყველა გაგვიგებს აქ კომენტარების წერით ქომაგების ეთიკა და ქომაგობას ვერ დავხვეწავთ, ამაზე ყველა შევთანხმდებით რომ ჩვენც უნდა განვითარდეთ ჩვენს კლუბებთან ერთად ეს ყველას გვეხება..
პ.ს წინა კომენტარში ჯუღელს არ ვებრონჟილეტები უბრალოდ რაღაც დადებითიც გაუკეთებია და ამასაც დაფასება ჭირდება.
შავი კაცი
16:00 12-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული