იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშმა აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "გაგრას" წინააღმდეგ (ბათუმის "დინამომ" 5:2 გაიმარჯვა), უბრალოდ, შთამბეჭდავად ითამაშა და მოწინააღმდეგეებმა ვერაფრით შეაჩერეს - "კვარამ" ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა. ამ შეხვედრის შემდეგ იტალიური Calco Napoli 24-ი წერს:

"ნაპოლის" მომავალმა შემტევმა ბათუმში აღმაფრენით ითამაშა. პირველ ტაიმში მის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასი იყო. ფეხბურთელი, რომელსაც "ლურჯებთან" ერთი ნაბიჯი აშორებს, არცთუ ძლიერ საქართველოს ჩემპიონატის მატჩში დომინირებდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა".

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა და ზაფხულში იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ, რომელიც ახლა სკუდეტოსთვის იბრძვის.

altხვიჩას შოუ,

ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
აუ რას დაიბოღმებოდნენ რუსები კვარას კარგ თამაშზე :))))))
8
კრიტიკოსებს: რუბინი იყო მაჩანჩალა გუნდი და ცხადია ხვიჩას უჭირდა რადგან დაცვაშიც უწევდა ბევრი მუშაობა და ბურთის დაცვიდან ამოტანა, ასეთ გუნდში შედეგიანობა რთულია.

დინამო ბთ ლიდერია და ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ხვიჩასნაირ დრიბლიორს სჭირდება, ბურთით მომარაგაბა და მუდმივად შეტევაში ყოფნა და შედეგიც სახეზეა.

მენტალისტი
15:47 19-04-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული